ევროპაში მიქაუტაძეზე ბევრ მომენტს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი აფუჭებს - ქართველის ცუდი სტატისტიკა, რომელიც მალე უნდა გამოსწორდეს

AutoSharing Option
Understat-მა ევროპის ტოპ ჩემპიონატებიდან იმ ფეხბურთელების ოცეული გამოაქვეყნა, რომლებიც მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტ მომენტს ვერ იყენებენ.

ჩვენთვის გუდასაწყვეტია, რომ ამ სიაში მეორე ადგილზე "ლიონისა" და საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე იმყოფება და მას მხოლოდ "ბეტისის" შემტევი აბდე ელზაზუი "უსწრებს".

ირკვევა, რომ ჩვენებურმა მიმდინარე სეზონში მეტოქის კარისკენ (კარში) 16-ჯერ დაარტყა, მაგრამ სამწუხაროდ გოლი ვერ გაიტანა.

მისი XG (მოსალოდნელი გოლი) -2,6-ს უდრის. როგორც მოგახსენეთ, ქართველზე უარესი შედეგი მხოლოდ ელზაზუის აქვს - 23 დარტმა, 1 გოლი და -2,9 XG.

აქვე გეტყვით, რომ ხუთეულში
შედიან მოიზე კინი, ბრეელ ემბოლო და ზაქარია აბუხლალი.

ინფორმაციისთვის, სიაშია ასევე გიორგი მიქაუტაძის თანაგუნდელი ალქსანდრ ლაკაზეტიც, რომელიც -2,2 XG-ით მე-7 პოზიციას იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
16-ჯერ თუ დაარტყა, არ ყოფილა ძალიან ცუდი სტატისტიკა, თან იმ პირობებში, რომ ზოგჯერ 20 წუთიც არ გამოჰყავთ ხოლმე. არიან ფეხბურთელები, დარტყმამდეც რომ ვერ მიდიან
nika
16:11 10-10-2024
0
ჟორჟის იმედი აქვს მთელს ლიონს და ინდექს 69-ს. გონიერი ბიჭია, ჭკვიანი და იცის სად, რა და როგორ. მხოლოდ დავიცადოთ, 69-ს ამოაბრუნებს.
დიახ
15:28 10-10-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული