"მისი მოთხოვნები გაზვიადებულია, ბელინგემი ხომ არ არის?!" - "ლაციოს" ყოფილი ფეხბურთელი "კვარაზე"

AutoSharing Option
რომის "ლაციოს" ყოფილმა ფეხბურთელმა ფერნანდო ორსიმ, რომელიც ამჟამად Sky Sports-ზე კომენტატორად მუშაობს, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

ორსის თქმით, ხვიჩას მოთხოვნები ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით გაზვიადებულია.

"მისი მოთხოვნები, ვგულისხმობ წელიწადში 8 მილიონ ევროს, ვფიქრობ, რომ გაზვიადებულია. ასეთ კონტრაქტს რომ ითხოვ, ბელინგემის მსგავსი ჩემპიონი უნდა იყო", - განაცხადა ორსიმ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება, მხარეები ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ აღწევენ.

altკვარაცხელია თუ ნერესი. "არ მესმის, რა უნდა ამ ხალხს ქართველისგან?" - ფედელე

ხვიჩას გამოექომაგა

alt"კონტრაქტი არაფერ შუაშია, ხვიჩა ამის გამოა შეშინებული" - ალვინომ კვარაცხელიაზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 17 /
არც 8 გვინდა და არც 6 და არაფერი,გაუშვით სადაც თვითონ უნდა და შეიტენეთ თქვენი მილიონები,წუწურაქებო.კაპიკი არ გივარდებათ ხელიდან.გაუშვით და არავინ არაფერს მოგთხოვთ.თქვენ გჭირდებათ თორემ მას არ სჭირდებით არაფერში.
მირო
01:22 19-10-2024
0
შე კეთილშობილო ბელინგემს რომ თავი დავანებოთ, კაცი იმაზე ნაკლებს იღებს თავისივე გუნდში ვიდრე ის ფეხბურთელი ვინც მოედანზე არ გამოსულა. ვეტერან ლუკაკუს უფრო მეტს აძლევენ, ცალი ფეხით წასულ ოსიმენს კიდევ უფრო მეტს ვიდრე ითხოვს. და კარგი ბატონო, არ არის ბელინგემი და გაყიდე მაშინ, გუნდიც იხეირებს და ხვიჩაც
გიორგი
20:58 18-10-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული