"კარლო კასტელანიზე" (16 284 მაყურებელი) ამ გუნდების უკანასკნელი დაპირისპირება მასპინძელთა (1:0) გამარჯვებით დასრულდა. ეს იყო ამა წლის აპრილში და ამის შემდეგ ნეაპოლელებს ევროტურნირებზე გასვლის შანსი საბოლოოდ გადაეწურათ. მანამდე კი იყო მარცხი საკუთარ მოედანზე, რასაც რუდი გარსიას გადაყენება მოჰყვა.
ნაკრებში ანტონიო კონტეს ძალიან ბევრი ფეხბურთელი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა, ტრავმას ვერ
ბარემ ვთქვათ, რომ ჯოვანი დი ლორენცომ ისრაელის ნაკრებთან დუბლი შეასრულა, ამირ რაჰმანმა კი კოსოვოს ნაკრების რიგებში კვიპროსელებს გაუტანა; იტალიის ნაკრებში სულ 5 წუთი მიეცა ალესანდრო ბონჯორნოს, არადა, ის კლუბში კარგად გამოიყურება; ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ითამაშეს ოლივერამ, ანგისამა და რასპადორიმ(სპალეტი პოლიტანოს არ იწვევს), ნგონგეს კი ბელგიის ნაკრებში 4 წუთი დაეთმო. კარგად მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრების რიგებში ორივე მატჩში შეუცვლელად ითამაშა. ბრაზილიელი დავიდ ნერეში, რომელზედაც ბოლო დღეებში ბევრს საუბრობენ და ქართველის სერიოზულ კონკურენტად განიხილავენ, ნაკრებისგ ისან თავისუფალი იყო და ეს დღეები კონტესთან ერთად გაატარა.
საბა გოგლიჩიძემ სანაკრებო მატჩების დროს დაისვენა, ის არც ახალგაზრდულ ნაკრებს დაუთმეს და ეროვნულში დრო არ მისცემია. ცხრილის შუაში მყოფი "ემპოლის" რიგებში მას საწყისი სამი შეხვედრა უფრო წარმატებული ჰქონდა, ვიდრე უკანასკნელი ორი, მაგრამ თავდაჯერებული მცველია, რომელიც შეტევებსაც კარგად იწყებს. მისი გუნდი სამმცველიანი ტაქტიკით გამოდის, ქართველი მარჯვნივ დგას და კვარაცხელიასთან უშუალო დაპირისპირება აუცილებლად მოუწევს.
"კვარას" 3 გოლი, 2 შედეგიანი პასი (ერთი გაფრთხილება) აქვს, მისი გუნდი კი ტურს ლიდერის რანგში შეხვდა (მთავარი კონკურენტი ინტერი რომას დღეს ღამით შეხვდება).
მთავარი მსაჯი 39 წლის როსარიო აბისო იქნება. ის კიდევ ერთი ქართული დუელის არბიტრი უნდა ყოფილიყო, მაგრამ კვარაცხელიასა და ლოჩოშვილის დაპირისპირება მაშინ არ შედგა. სხვათა შორის, მათი გუნდების შეხვედრის მიუხედავად, უშალოდ მოედანზე ერთმანეთს არც ხვიჩა და გიორგი კვერნაძე შეხვედრიან, საბა საზონოვთან კი (ტორინოში ყოფნისას) ეს მოხდა.
დღეს ქართველების მატჩები ერთმანეთის მიყოლებით და საკმაოდ ადრე ჩატარდება. ტოპლიგებიდან საფრანგეთში გიორგი მიქაუტაძის "ლიონი" "ლე ავრს" 17:00 საათზე ესტუმრება(იმედია, ქართველს დრო მიეცემა); უფრო ადრე, 15:30 საათზე ბუდუ ზივზივაძის "კარლსრუე" გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში "ულმს" გასვლაზე ეთამაშება; 17:00 საათზე იტალიის სერია "ბ"-ში ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზე" "იუვე სტაბიას" ეწვევა. რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიას", ისინი ესპანეთში მე-10 ტურს "ლას პალმასის" მასპინძლობით ორშაბათს (23:00 სთ) დაასრულებენ.
კვარაცხელია თუ ნერესი. "არ მესმის, რა უნდა ამ ხალხს ქართველისგან?" - ფედელე ხვიჩას გამოექომაგა
როგორ ითამაშა კვარაცხელიამ ალბანეთთან - დეტალური ანალიზი ილუსტრაციით [PHOTOS]