სერია A-ს მერვე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „ემპოლი“ 1:0 დაამარცხა.
როგორც მოსალოდნელი იყო ორივე ქართველი - გოგლიჩიძე და კვარაცხელია სასტარტოში იყო. თავიდან უპირატესობას მასპინძლები დაეუფლენ და მეკარე კაპრილემ ესპოზიტოსა და პეცელას დარტყმული ბურთები მოიგერია. სადღაც მეოცე წუთისთვის სტუმრებმა მეტოქის ნახევარზე აიწიეს, მაგრამ სახიფათო მომენტებს ვერ ქმნიდნენ. დამაჯერებლად თამაშობდა გოგლიჩიძე, რომელიც მოწინააღმდეგის შემტევებს გასაქანს არ არ აძლევდა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
ნეპოლური გუნდი სახიფათო იერიშების მიტანას ვერ ახერხებდა და მწვრთნელმა კონტემ სპინაცოლა და ლუკაკუ ოლივეირათი და სიმეონეთი შეცვალა. შემდეგ ანჯორინიმ საჯარიმოში პოლიტანო წააქცია და კვარაცხელიამ პენალტით „ნაპოლი“ დააწინაურა. 76-ე წუთზე კონტემ მოედანზე „კვარას“ ნაცვლად ნერესი შეუშვა. 78-ე წუთზე გოგლიჩიძეც შეცვალეს. ანგარიში კი არ შეიცვალა და "ნაპოლიმ" გაიმარჯვა.
„ნაპოლი“ 19 ქულით ლიდერია და 26 ოქტომბერს „ლეჩეს“ უმასპინძლებს, ხოლო „ემპოლი“ 10 ქულით მეთერთმეტე პოზიციაზეა და 27 ოქტომბერს გასვლაზე „პარმას“ დაუპირისპირდება.
ემპოლი - ნაპოლი 0:1
გოლი: კვარაცხელია (63, პენ)