არის მიქაუტაძის პირველი საგოლე მოქმედება "ლიონში" - მალე გოლსაც ვიხილავთ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის მერვე ტურში „ლიონმა“ გასვლაზე „ჰავრი“ 4:0 დაამარცხა.

სტუმართა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე 72-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 0:3 იყო და მისი პასით ბენრაჰმამ მასპინძელთა კარი დალაშქრა. ეს მიქაუტაძის პირველი საგოლე მოქმედებაა „ოლიმპიკში“ და იმედია, მალე მის გოლსაც ვიხილავთ.

გიორგის თამაში sofascore-მ 7.4 ქულით შეაფასა, flashscore-მ 7.2 ქულით, whoscored-მა კი 6.9-ით.

„ლიონმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპიოვა, 13 ქულით მეშვიდე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 24 ოქტომბერს ევროპა ლიგაზე სახლში „ბეშიქთაშთან“ გამართავს.

ჰავრი. „სტად ოსეანი“
ჰავრი - ლიონი 0:4
გოლები: 0:1 აბნერი (32), 0:2 ფოფანა (57), 0:3 ლაკაზეტი (71), 0:4 ბენრაჰმა (87)

მკითხველის კომენტარები / 4 /
მიქაუტაძის ბოლო 2 ტრანსფერიდან ჩანს რამხელა მნოშვნელობა აწვს სწორად შერჩეულ გუნდს..ამ კადრებშიც ჩანს რომ რაღაც გარიყულივით ყავთ თანაგუნდელებს..აქ ითქვა რომ ავტორიტეტი ყავს კონკურენტად..ეგრეცაა და ფაქტია რომ ლაკაზეტი უკეთესს ფორმაშია..შეთამაშებულია გუნდთან და ზურგს დიდი გამოცდილება და კლასი უმაგრებს..სეზონის ბოლოს იმედია ან სრულ ნდობას გამოუცხადებენ ან კარგ გუნდს იპოვის..წარმატებები გიოს და ბევრი გოლები
კიეზა
12:05 21-10-2024
0
ძაან ჭიჭიკო ფეხბურთელია, უბრალოდ დიდი სისწრაფეაქვს და ამი თუ რამეს იჩალჩებს, თორე, ისე არაფერი.
ვაჟა
11:01 21-10-2024
10

სიახლეები პოპულარული