არის მიქაუტაძის პირველი საგოლე მოქმედება "ლიონში" - მალე გოლსაც ვიხილავთ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის მერვე ტურში „ლიონმა“ გასვლაზე „ჰავრი“ 4:0 დაამარცხა.

სტუმართა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე 72-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 0:3 იყო და მისი პასით ბენრაჰმამ მასპინძელთა კარი დალაშქრა. ეს მიქაუტაძის პირველი საგოლე მოქმედებაა „ოლიმპიკში“ და იმედია, მალე მის გოლსაც ვიხილავთ.

გიორგის თამაში sofascore-მ 7.4 ქულით შეაფასა, flashscore-მ 7.2 ქულით, whoscored-მა კი 6.9-ით.

„ლიონმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპიოვა, 13 ქულით მეშვიდე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 24 ოქტომბერს ევროპა ლიგაზე სახლში „ბეშიქთაშთან“ გამართავს.

ჰავრი. „სტად ოსეანი“
ჰავრი - ლიონი 0:4
გოლები: 0:1 აბნერი (32), 0:2 ფოფანა (57), 0:3 ლაკაზეტი (71), 0:4 ბენრაჰმა (87)

მკითხველის კომენტარები / 4 /
დღეს თანაგუნდელები არ იმჩნევდნენ მიქაუტაძეს. დიდი ანგარიშით იგებდნენ და შესაძლოა ეგეც იყო მიზეზი, რომ ყველას სურდა საკუთარი გოლის გატანა მაგრამ სხვა თამაშებშიც შეიმჩნეოდა იგნორი მათი მხრიდან. იმედია მალე გოლსაც გაიტანს და უკეთეს ფორმაშიც შევა. ფაქტია ლაკაზეტის შეცვლა ძალიან გაუჭირდება. რომელიც აშკარად ავტორიტეტული ფიგურაა გუნდში. მწვრთნელის ჟესტი და დამოკიდებულებაც ცოტა არასასიამოვნო იყო დღეს, მიქაუტაძის მიერ ერთადერთ გაცუდებულ პასზე, რომელშიც უბრალოდ ორმა ფეხბურთელმა ერთმანეთს ვერ გაუგო. თანაგუნდელი ფეხში ელოდა ბურთს, ხოლო მიქაუტაძემ წინ გაუგდო. ბევრი შრომა მოუწევს გიოს. ძლიერი კონკურენტი ყავს, რომელსაც დიდი ავტორიტეტი უმაგრებს ზურგს. წარმატებები მიქაუტაძეს და ყველა ქართველს.
სიმართლე უნდა ითქვას
22:19 20-10-2024
1
მიქაუტაძე და ბენ რაჰმა ერთად შევიდნენ შეცვლაზე,როცა უკვე 3-0 იყო და მეოთხე გოლი ერთობლივად შექმნეს.მანამდე ჟორჟი დამატებაზე წავიდა,მაგრამ მეკარემ შესძლო ბურთის ხელებში შემაგრება.
სოსო
19:45 20-10-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული