ორმაგი თამაში ხვიჩას მიმართ - რას ნიშნავდა მის მიერ გოლის ორიგინალურად აღნიშვნა?

AutoSharing Option
რბილად რომ ვთქვათ, მთლად თვალსასეიროდ ვერ თამაშობს ანტონიო კონტეს „ნაპოლი“, მაგრამ ჯერჯერობით წინ მიიწევს - დაწყებული 25 აგვისტოდან 8 მატჩიდან 7 საერთო ანგარიშით 20:2 მოიგო და ერთადერთი მარცხი სერია A-ს პირველ ტურში „ვერონასთან“ განიცადა (0:3). როგორც იტყვიან, მიზანი ამართლებს საშუალებას.

ნეაპოლური გუნდი „ემპოლისთან“ დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდა, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიას ოსტატურად შესრულებული პენალტით 1:0 გაიმარჯვა. იმ მომენტში რომელუ ლუკაკუ კონტეს უკვე შეცვლილი ჰყავდა, თორემ, ალბათ, თავის საყვარელ ფეხბურთელს დაარტყმევინებდა თერთმეტმეტრიანს. „ნაპოლის“ მეკარემ, ელია კაპრილემ თქვა, რომ ხვიჩა თამაშისასაც ისეთივე ფენომენალურია, როგორც
ვარჯიშებზე და პენალტებსაც დიდებულად ურტყამს.

Areanapoli წერს, რომ ქართველმა ორიგინალურად აღნიშნა გოლი - კუთხურის ალამთან მიირბინა და ორივე ხელი თვალებთან მიიფარა, რითაც იმათ მიუგო ნიშნი, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში აკრიტიკებდა. ამ დროს გასაკრიტიკებელი რა სჭირდა ჩემპიონატის სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელს? Opta-ს მონაცემებით ის წელს კრისტიან პულიშიჩთან (მილანი) ერთად საგოლე მოქმედებებით იტალიის პირველობაზე საუკეთესოა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ რიგი ნეაპოლური მედიასაშუალებები და მათი ჟურნალისტები კლუბის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის მიერაა კონტროლირებადი, რომელსაც წახალისების ნაცვლად სურს ხვიჩას ხელოვნურად შეუქმნას პრობლემა.

აი, რა განუცხადა მან დღეს SKY-ს: „კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივება? ფეხბურთელები, რომლებიც ჩვენთან არიან, აქ დარჩებიან. ქართველს წასვლა უნდა? ასეთი შემთხვევები ადრეც იყო და ამას გავაკეთებთ. მოთამაშების სურვილს პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია კლუბის ინტერესები“.

ხვიჩას შესახებ Tele A-სთან „ნაპოლის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, არგენტინელმა რობერტო სოსამ ისაუბრა: „ის იმ ფულს იმსახურებს, რომელსაც ხელშეკრულების განახლებისთვის ითხოვს. ფინანსური საკითხი ნაკლებად მაინტერესებს. იტალიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, თუ საუკეთესო არა. ვიცი, ზოგიერთი გულშემატკივარი მასზე რაღაცებს რატომ ლაპარაკობს, თითქოს ამდენი არ ღირს, უბრალოდ უნდათ დარჩეს და არავინ შეიძინოს. ასე რომ, ეს ორმაგი თამაშია. ჩემი აზრით, მეტს იმსახურებს, ვინაიდან სულ სხვაა, განსაკუთრებულია. შეუძლია პსჟ-ში ან პრემიერლიგის რომელიმე გუნდში გადავიდეს, მაგრამ იმედი მაქვს, ხელშეკრულებას გააგრძელებს და კიდევ მრავალი წელი ითამაშებს „ნაპოლიში“.

კვარაცხელიამ თავის „ინსტაგრამზე“ მოკლე პოსტი გამოაქვეყნა: „დაე შოუ გაგრძელდეს. +3 ქულა“.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ხვიჩა განსკუთრებულია და ყველაზე მეტ ხელფასს იმსახურებს გუნდში.უბრალოდ მასზე უკეთესი არავინ ჰყავთ.გუნდის თამაში კი ჯერ შორსაა დაჟე ოპტიმალურისგან.შემდეგი თამაში ლეჩესთანაა,იმის შემდეგ კი იწყება თამაშები ევროთასების ზონაში მოსახვედრად მებრძოლ გუნდებთან,სადაც გამოჩნდება ნაპოლის რეალური ძალა.ჯერჯერობით ბევრჯერ გაუმართლათ დ იუვენტუსის გარდა ძლიერი მეტოქე არ ჰყოლიათ.სერიოზულ მეტოქეებთან ნახავენ თუ რამდენს ნიშნავს კვარა.
მირო
00:55 21-10-2024
5
არც ერთი იყო ნაპოლელი და არც მეორე ემპოლელი! ორივე დიდებული ქართული ფეხბურთის შთამომავალნი არიან!
ჰო, ჰო, არ შემშლია = "დიდებულია ქართული ფეხბურთი" აბა რა არის? როცა გაიხსენებ (მაპატიოს ახალგაზრდა თაობამ): -მიშა მესხის თამაშს ბრაზილიის ბაიას მცველებს რომ "ცხვირით ახვნევინა" ბურევესტნიკის (ლოკომოტივის) სტადიონის გაზონი; - კახი ასათიანის "ნესპორტივნოე პოვედენიე" მოსკოვში ლუჟნიკში, როცა ტორპედოსთან 4 მცველს და პლიუს მეკარეს 68 თუ 69 წლის აგვისტოში ორ-ორჯერ რომ "ე.წ. პოდ სებია სლალომოთ" ჩამოუარა = 10 კაცი მოატყუა; - სიომა ბარქაიას "სლალომით" (ბოროდინო) გასვლა 6 ძირს "მოსმულ" სპარტაკელს შორის (ფოტო შემონახულია); - დათკა ყიფიანის გრძელი "დაკიდებული" პასები, რომლის დაშვების ადგილი და დაბოლოება მარტო ვოვა გუცაევმა იცოდა: - ლივერპულის 0:3 და ვესტ-ჰემის 1:4 და "მიშველეეთ" თბილისიდან და ლონდონიდან; - ესპანეთში "კარაველას" ტურნირზე მოედნიდან გაქცეული გუნდები; - ქინქი "ჰუდის დიაგონალური რეიდები ინგლისში და ა.შ.
ვაჟა მასწავლებელი
23:18 20-10-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული