"თუ ვისმეს ჩემს გადაწყვეტილებაზე რაიმე სტკივა და აწუხებს..." - იტალიური მედია წერს, რომ ეს ფრაზა კონტემ ცვლილებით განაწყენებულ კვარაცხელიაზე გამოიყენა

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს მე-8 ტურში "ნაპოლიმ" გასვლაზე "ემპოლი" ხვიჩა კვარაცხელიას ზუსტად შესრულებული პენალტით დაამარცხა და მორიგი 3 ქულა ჩაიწერა.

"პარტენოპეის" მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ქართველი კვლავ, ამჯერად 76-ე წუთზე შეცვლა და CORRIERE DELLA SERA წერს, რომ ჩვენებური ამის გამო განაწყენებული იყო.

"კონტე ხვიჩას მეორე ტაიმის ნახევარი საათის შემდეგ ცვლის და მოედნიდან გასვლის დროს კვარაცხელიას სახეზე კარგი გამომეტყველება აშკარად არ აქვს.

ქართველს ეს სიტუაცია არ მოსწონს, თუმცა ყველაფერი ამით არ მთავრდება. მატჩის შემდეგ კონტემ გააჟღერა ფრაზა, რომელიც აშკარად "კვარას" მისამართით იყო წარმოთქმული.

"თუ ვისმეს ჩემს გადაწყვეტილებაზე რაიმე სტკივა და აწუხებს, შეუძლია ასპირინი გამოიყენოს. მათ უკან სხვა ფეხბურთელები დგანან", - განაცხადა კონტემ.

აღსანიშნავია, რომ შემრიგებრული სიტყვები სიტუაციის მიმართ არც გუნდის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გამოიყენა და თქვა, რომ თუ კვარაცხელია წავა, გუნდი ამ მდგომარეობას გადალახავს", - წერს CORRIERE DELLA SERA.
მკითხველის კომენტარები / 28 /
აურელიო! ბლეფისთვის სუსტი კარტი გიჭირავს ხელში.
ხვიჩას თუ დასვამ სკამზე, 100 მილიონს კი არა, 50-საც ვერ მიიღებ.
გირჩევნია ხელფასი 8 მილიონამდე მოუმატო. ახალ კონტრაქტში მისაღები გამოსასყიდი თანხა ჩაწერე (მაგალითად, 70 მლიონი).
bluffing when holding a weaker hand
12:16 21-10-2024
4
დაიწყო მასიური შეტევა ხვიჩაზე მე ველოდი რაც ოსიმენს გაუკეთეს ეს აღარ მიკვირს საწყენია რომ კონტეც ჩაერთო ამ გაუგონარ უმადურობაში ბიჭს რამე არ დამართონ ამ ღორის შვილებმა
გიორგი
13:37 21-10-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული