ხვიჩას საწინააღმდეგო კამპანია - კასანომ დე ლაურენტისის საქციელს სიგიჟე უწოდა

AutoSharing Option
საქმეს ისეთი პირი უჩანს, ბოლო-ბოლო „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას ურჩობისათვის ძირითად შემადგენლობაში ადგილს დააკარგვინებს და მის ნაცვლად დავიდ ნერესს ათამაშებს, რომლის წინა პლანზე წამოწევას ყველანაირად ცდილობს.

ეს შეიძლება უკვე 26 ოქტომბერს ერთ-ერთ აუტსაიდერ „ლეჩესთან“ საშინაო მატჩში მოხდეს, რომელმაც ზედიზედ ოთხ შეხვედრაში მარცხი განიცადა და ეს ბრაზილიელისთვის თავის წარმოსაჩენად საუკეთესო შესაძლებლობაა.

Areanapoli წერს, რომ მწვრთნელი ანტონიო კონტე ორი ცვლილების განხორციელებას აპირებს - სასტარტოში რომელუ ლუკაკუს ნაცვლად ჯოვანი სიმეონეს დააყენებს, ხოლო მატეო პოლიტანოს ან უფრო ხვიჩა კვარაცხელიას მაგივრად ნერესს.
ასე უნდა კლუბის მფლობელმა დასაჯოს ქართველი იმის გამო, რომ კონტრაქტს არ აგრძელებს. ხვიჩას საწინააღმდეგოდ ნეაპოლურ მედიაში უკვე მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს. CalcioNapoli24-მა გულშემატკივრებს შორის გამოკითხვაც კი ჩაატარა, ხელშეკრულების გახანგრძლივების საკითხში კლუბს უჭერენ მხარს თუ ფეხბურთელს. ერთი სიტყვით, სათადარიგოთა სკამზე მისთვის ადგილის მისაჩენად ნიადაგს ამზადებენ.

„კვარას“ შესახებ Bobo TV-ზე იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კონტემ ისაუბრა: “ემპოლისთან“ გადამწყვეტი როლი კვარაცხელიამ ითამაშა, რომელმაც პენალტი ისე შეასრულა, როგორც ნამდვილმა ჩემპიონმა და რთულ დაპირისპირებაში თავის გუნდს გამარჯვება მოაპოვებინა. ჩემი აზრით, ის მსოფლიოში საუკეთესო მარცხენა გარემარბია, კომანზე და გრილიშზე უკეთესია. „ბარსელონას“ ძირითად შემადგენლობაში თავისუფლად ითამაშებდა. ფენომენია და მინდა წარმატებული ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილო. ლეაოს გაცილებით სჯობია, მასზეც მეტად უკეთესია.

„კვარასთან“ კონტრაქტის საკითხით კლუბი დიდი რისკის წინაშეა და სიფრთხილე მართებთ, რამეთუ არაა გამორიცხული, ოსიმენის ტრანსფერის ანალოგი მიიღონ. ეს დე ლაურენტისის სიგიჟეა, მისი გამონათქვამები ნელი მოქმედების ბომბია. ხვიჩამ 4 გოლი გაიტანა, ბოლო მატჩებში ჩავარდნა ჰქონდა, მაგრამ დრიბლინგით წინ წაწევას ცდილობს. პოლიტანოზე არავითარი პენალტი არ ყოფილა“.

alt"ნაპოლიში" კვარაცხელიას რეალური ხელფასი ესაა" - Gazzetta dello Sport-მა სხვა ციფრები დაასახელა

alt"თუ ვისმეს ჩემს გადაწყვეტილებაზე რაიმე სტკივა და აწუხებს..." - იტალიური მედია წერს, რომ ეს ფრაზა კონტემ ცვლილებით განაწყენებულ კვარაცხელიაზე გამოიყენა

altრატომ არ გამოუვიდა ხვიჩას საუკეთესო მატჩი და არ იყო მარიო რუი "მოსაძულებელი" - რაც კვარაცხელიას, მამარდაშვილს და გოგლიჩიეს აერთიანებთ...

მკითხველის კომენტარები / 14 /
უახლოეს მომავალში,ნაპოლის უმძიმესი მატჩების სერია ელის და ვფიქრობ ამიტომ ასვენებენ კვარას და ლუკაკუს.ისე კი,რაც ნაკლებს ათამაშებენ,მით მეტად დაეცემა მისი ფასი და სკამზე ჯდომით,ვერც ნაპოლი ნახავს,სატურნირო ხეირს.ცდილობენ ნერეშიც შეაჩვიონ ნაპოლის და სათამაშო სქემებში ჩასვან,სანამ ამის შესაძლებლობა აქვთ.იქნება ტრავმები,იქნება დაღლილობა და ყოველ პოზიციაზე ორი სრულფასოვანი ფეხბურთელის ყოლა,ძალიან სჭირდება კონტეს.
სოსო
00:36 23-10-2024
0
ნაპპლის ნებისმიერი პრობლემაა ლაურენტა ჩათლახი, გაიხსენეთ როგორ გამოწურა და რა უქნა კულიბალის სანამ ჩელსიში გაუშვებდა, იგივე უქნა, ოსიმენს, დრის მერტენს, ჰამშიკს, ინსინიას, იგივეს უკეთებს დი ლორენცოს და კვარასაც, მძორ ლუკაკუს დაუნიშნა 8მილიონი და მართლა ვარსკვლავებს რომლებმაც შედეგი დაუდეს და გააჩემპიონეს კლუბი 33 წლის მერე ესე უპატივცემულოდ ექცევა, ისე ნურც პსჟ-ზე დაგვწყდება გული იქაც ანალოგიური პპლიტილა აქვთ შეიხებს, არანაკლებნახმარი რეზინები არიან, იქაც შეიძლება იმ ვარსკვლავების ჩამოთვლა ვინც ბოლომდე გამოწურეს და კარიერა დაუნგრიეს, ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ვერატია, როცა ბარსაში არ გაუშვეს.
ზაკო
18:53 22-10-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული