სეგუნდა დივიზიონის მეთერთმეტე ტურში „ლევანტემ“ სახლში „დეპორტივო“ 2:1 დაამარცხა.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 90+8-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო - შეფასებები: sofascore 7.5, flashscore 7.5.
„ლევანტე“ 18 ქულით მეექვსე პოზიციაზეა, მეორეადგილოსან "სარაგოსას" მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება და 28 ოქტომბერს გასვლაზე გიორგი წიტაიშვილის „გრანადას“ დაუპირისპირდება.
ვალენსია. „სიუდადი“
ლევანტე - დეპორტივო 2:1
გოლები: 1:0 რომერო (7), 2:0 რომერო (28), 2:1 ბარბერო (88)