ლიგა 1-ის მეცხრე ტურში "ლიონი" საკუთარ მოედანზე "ოსერს" 2:1 გიორგი მიქაუტაძის დუბლით ამარცხებს.
მიქაუტაძემ პირველი ტაიმის დასასრულს თავის მიერვე მოპოვებული პენალტით დააწინაურა "ოლიმპიკი". შესვენების შემდეგ სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს. 62-ე წუთზე კი გიორგიმ თავით დალაშქრა ლეონის კარი.