მიქაუტაძემ ნავსი გატეხა. ქართველმა დუბლი შეასრულა - "ლიონი" "ოსერთან" ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის მეცხრე ტურში „ლიონი“ საკუთარ მოედანზე „ოსერთან“ ფრეს დასჯერდა (2:2), მასპინძელთა თავდამსხმელმა მიქაუტაძემ კი დუბლი შეასრულა.

მწვრთნელმა საჟმა მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში დააყენა და მან იმედები არ გაუცრუა. ის ძალიან აქტიური იყო, ჯერ ბენრაჰმა მეკარე ლეონთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ მან შანსი ვერ გამოიყენა. შემდეგ გიორგი საჯარიმოში მცველმა ჰუვერმა წააქცია და VAR-ის ხანგრძლივი განხილვის შემდეგ მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ქართველმა უზადოდ შეასრულა და „ოლიმპიკში“ პირველად გაიტანა.

მეორე ტაიმის დასაწყისში დიომანდემ ანგარიში გაათანაბრა. გიორგიმ მალე თავურით დალაშქრა მეტოქის კარი. თუმცა, მალე ტრაორემ
რიკოშეტით აღადგინა თანაფარდობა. 78-ე წუთზე მიქაუტაძე შერკიმ შეცვალა, ხოლო ანგარიში არ შეიცვალა.

„ოლიმპიკი“ 14 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 2 ნოემბერს გასვლაზე „ლილს“ დაუპირისპირდება.

ლიონი. „გრუპამა სტადიუმი“
ლიონი - ოსერი 2:2
გოლები: 1:0 მიქაუტაძე (45+5, პენ), 1:1 დიომანდე (47), 2:1 მიქაუტაძე (62), 2:2 ტრაორე (72)

მკითხველის კომენტარები / 3 /
მალე დადუმებს კრიტიკოსებს საფრანგეთსა საქართველოში.პირველ გოლამდე იყო ჟორჟს აწი გაეხსნება და გოლს გოლზე გაიტანს.
ქომაგი
20:45 27-10-2024
0
ჟორჟ, კიდევ ბევრი სადღეგრძელო დაგვრჩა დაულეველი...
ავჭალიდან
23:49 27-10-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული