როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ოსერთან" მატჩში?

AutoSharing Option
ლიგა 1-ის მეცხრე ტურში, „ოსერთან“ საკუთარ მოედანზე ფრედ დასრულებულ მატჩში (2:2) „ლიონის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა. ანალიტიკური საიტებისგან მან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა:

Sofascore 9.1, Whoscored 8.6, flashscore 8.4.

„ოლიმპიკი“ 14 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 2 ნოემბერს გასვლაზე „ლილს“ დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ცენტრფორვარდის პოზიციაზე და სასტარტოში რამდენსაც დააყენებენ ი
დენ გოლს გაიტანს… შეტევის ფლანგი არაა ჟორჟის პოზიცია. იგივეა პიპო ინზაგი ან ლუის სუარესი ათამაშო ფლანგზე…
Zaza
23:06 27-10-2024
0
ენდნენ,დააყენეს და ორი გაიტანა.ლაგაზეტი შეცვლაზე შეუშვეს და შეცვლაზე შესულ მიქაუტაძეს როგორც მოსდიოდა,მასაც ისე მოუვიდა.ვერაფერი შექმნა,პირიქით,თამაში უფრო მოეშალათ.ამით იმისი თქმა მინდა,რომ მიქაუტაძის,ან ლაგაზეტის ოსტატობაში არ არის საქმე.ცენტრალურ თავდამსხმელს,ბურთი უნდა მიაწოდონ.უკვე დაღლილი პარტნიორები კი,სიზუსტეს ჰკარგავენ და ზუსტ პასს ვერ აკეთებენ.წეღან შტურმის მატჩს ვუყურებდი და უკვე დამატებულ წუთებზე,ხუთი შტურმელი წავიდა ერთი მცველის წინააღმდეგ.ბურთიანმა კაცმა ირბინა,საჯარიმოს მისადგომებთან მივიდა და ვერ გადაწყვიტა,პასი ვისთვის მიეცა.ორივე მხარეს და წინ,სამი თავისუფალი პარტნიორი ჰყავდა.იყოყმანა,იყოყმანა და ბოლოს ისე გადააგდო ბურთი,რომ არავისაც არ მიუვიდა.წამოღებულ ბურთზე კი,შტურმი ბეწვზე გადაურჩა გოლს.შტურმმა 2-1 მოიგო და პირველი გოლი,კიტეიშვილმა გაიტანა.
სოსო
22:15 27-10-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული