კიტეიშვილი დაბრუნდა და გაიტანა - "შტურმმა" "ლასკს" მოუგო

AutoSharing Option
ავსტრიის ბუნდესლიგის მეთერთმეტე ტურში „შტურმმა“ გასვლაზე „ლასკი“ 2:1 დაამარცხა.

სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა, რომელმაც ტრავმა მოირჩინა, ანგარიში 33-ე წუთზე გახსნა. ქართველმა შეუცვლელად ითამაშა და მიმდინარე ტურნიზე მეექვსე გოლი გაიტანა. მისი გარჯა flashscore-მ 7.5 ქულით შეაფასა, sofascore-მ კი 7.2 ქულით.

გრაცული გუნდი 25 ქულით ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 30 ოქტომბერს, თასზე სახლში „ბლაუ-ვაისთან“ ჩაატარებს.

ლინცი. „რაიფაიზენ არენა“

ლასკი - შტურმი 1:2
გოლები: 0:1 კიტეიშვილი (33), 1:1 სმოლჩიჩი (59), 1:2 ზვონარეკი (83)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული