ქოჩორაშვილმა წიტაიშვილის "გრანადას" გაუტანა - "ლევანტე" მეორე ადგილზე გადავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სეგუნდა დივიზიონის მეთორმეტე ტურში „ლევანტემ“ გასვლაზე „გრანადა“ 2:1 დაამარცხა.

სტუმრები გიორგი ქოჩორაშვილმა დააწინაურა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. მან მიმდინარე ტურნირზე მესამე გოლი გაიტანა. მასპინძელთა რიგებში გიორგი წიტაიშვილი სასტარტოში იყო და შესვენებაზე შეცვალეს.

შეფასებები - ქოჩორაშვილი: flashscore 7.7, sofascore 7.6. წიტაიშვილი: flashscore 6.7, sofascore 6.5.

„ლევანტე“ 21 ქულით მეორე ადგილზეა, „გრანადა“ კი 19 ქულით მეექვსეზე. ეს გუნდები მომდევნო შეხვედრებს 30 ოქტომბერს თასზე გასვლაზე ჩაატარებენ - „გრანადა“ „კორტესს“, ხოლო ლევანტე“ „პონტევედრას“ დაუპირისპირდება.

Sportall.Ge

გრანადა. „ლოს კარმენესი“
გრანადა - ლევანტე 1:2
გოლები: 0:1 ქოჩორაშვილი (18), 0:2 მარტინესი
(31), 1:2 სანჩესი (58)

მკითხველის კომენტარები / 5 /
ცუდათ ითამაშა კი არა მისი გუნდიდან ყველაზე აქტიური იყო და ყველაზე მეტს ამწვავებდა, არ ვიცი შეიძლება რამე დისკომფორტი იგრძნო, იმ მისმა შემცვლელმა ისე კი შეაგდო მარა მეკარის მოგერიების მერე გაუმართლა ისე მიუვიდა ბურთი, მეტი არ იმას და არც სხვას მეორე ტაიმში არაფერი უქნიათ.
bs-s
17:04 28-10-2024
1
სილქ უნივერსალო, არ ხართ თქვენ კაი ხალხი. მამარდას ვალენსიას თამაშებს აღარ გვაყურებინებთ, სამაგიეროდ სულ ცოტა ხნით ადრე გაუშვით აიაქსი-ტილბურგის მატჩი, როგორ ფიქრობთ ქართველი კაცისთვის აიაქსი-ტილბურგის მატჩის ნახვა უფრო საინტერესოა თუ ვალენსიას? აღარაფერს ვამბობ გუშინწინდელ ელ კლასიკოს არ გაშვებაზე, ამაზე დიდი საკლუბო დაპირისპირება არ არსებობს დედამიწის ზურგზე და ამას რომ არ აჩვენებთ გულშემატკივარს უბრალოდ შეგრცხვეთ უნდა მეტი არაფერი.liveball-ზე ვუყურე , იქაც ჭედავდა და რა ვიცი მოკლედ რა.. იქნებ ცოტა მოხვიდეთ გონს.
ქობულეთიდან
12:06 28-10-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული