რა თქვა მატჩის MVP-მ და რა ითქვა მასზე

AutoSharing Option
"მილანთან" სტუმრად მოგებული მატჩის (2:0) საუკეთესო ფეხბურთელად "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია აღიარეს. ქართველი ჟურნალისტებმა შეაქეს.

ანტონიო პერილომ განაცხადა, რომ კვარაცხელიამ ისეთი გოლი გაიტანა, რომლის გამოგონება მხოლოდ ვარსკვლავს შეეძლო. პაოლო ესპოზიტო სოციალურ ქსელში წერს: "კვარას" გოლი საოცარი იყო, კონტეს ვურჩევ, რომელიც მარტო მწვრთნელი კი არა, მენეჯერიცაა, კონტრაქტის გასაფორმებლად შუამავალი გახდეს აურელიო დე ლაურენტისსა და ფეხბურთელის გარემოცვას შორის მოლაპარაკებებში".

Dazn-ს ინტერვიუ თავად ხვიჩამ მისცა.

- ეს "სან სიროზე" შენი პირველი გოლია. ამაზე დიდი ხანი ოცნებობდი?
- მთავარია გუნდმა გაიმარჯვა, შესანიშნავი მენტალიტეტი ვაჩვენეთ და
ვფიქრობ, გამარჯვება დავიმსახურეთ. გუნდის გამო ძალიან გახარებული ვარ, ყველანი აღფრთოვანებულები ვართ.

- გჯერა, რომ სკუდეტოს მოიპოვებთ?
- დიახ, რა თქმა უნდა. გუნდს ამის რწმენა გააჩნია და ასევე უნდა უნდა გავაგრძელოთ თამაში. მოედანზე მუდამ გამარჯვების მოსაპოვებლად უნდა გავიდეთ. ვიცით, ჩემპიონატის მოგება ისევ შეგვიძლია.

- რა უთხარი ლუკაკუს, როდესაც ნეაპოლში ჩამოვიდა?
- ვუთხარი, რომ აქ მაგარი გულშემატკივრები არიან. მან უკვე იცოდა, რომ ეს ქალაქი ფეხბურთით ცხოვრობს. მას სიტუაცია მოსწონს.

- ლუკაკუსთან ერთად კარგად თამაშობთ?
- ცხადია. ის კარგი ადამიანია, ძალიან თავმდაბალია და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. მართლა კარგი ბიჭია, შესანიშნავი ფეხბურთელია და ეს ყველამ ვიცით.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ხვიჩა შენ უდიდესი წვლილი, მიგიძღვის ქართული ფეხბურთის ბოლოდროინდელ წარმატებებში, გაიხარე და გამრავლდი შენს ოჯახთან ერთად !!!
გიორგი
12:50 30-10-2024
1
შეუბერე კვარა ჯიგარო,საქართველო თვალს გადავნებს და ამაყობს შენით.
იასონას უდარი
07:41 30-10-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული