"მილანთან" სტუმრად მოგებული მატჩის (2:0) საუკეთესო ფეხბურთელად "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია აღიარეს. ქართველი ჟურნალისტებმა შეაქეს.
ანტონიო პერილომ განაცხადა, რომ კვარაცხელიამ ისეთი გოლი გაიტანა, რომლის გამოგონება მხოლოდ ვარსკვლავს შეეძლო. პაოლო ესპოზიტო სოციალურ ქსელში წერს: "კვარას" გოლი საოცარი იყო, კონტეს ვურჩევ, რომელიც მარტო მწვრთნელი კი არა, მენეჯერიცაა, კონტრაქტის გასაფორმებლად შუამავალი გახდეს აურელიო დე ლაურენტისსა და ფეხბურთელის გარემოცვას შორის მოლაპარაკებებში".
Dazn-ს ინტერვიუ თავად ხვიჩამ მისცა.
- ეს "სან სიროზე" შენი პირველი გოლია. ამაზე დიდი ხანი ოცნებობდი?
- მთავარია გუნდმა გაიმარჯვა, შესანიშნავი მენტალიტეტი ვაჩვენეთ და
ვფიქრობ, გამარჯვება დავიმსახურეთ. გუნდის გამო ძალიან გახარებული ვარ, ყველანი აღფრთოვანებულები ვართ.
- გჯერა, რომ სკუდეტოს მოიპოვებთ?
- დიახ, რა თქმა უნდა. გუნდს ამის რწმენა გააჩნია და ასევე უნდა უნდა გავაგრძელოთ თამაში. მოედანზე მუდამ გამარჯვების მოსაპოვებლად უნდა გავიდეთ. ვიცით, ჩემპიონატის მოგება ისევ შეგვიძლია.
- რა უთხარი ლუკაკუს, როდესაც ნეაპოლში ჩამოვიდა?
- ვუთხარი, რომ აქ მაგარი გულშემატკივრები არიან. მან უკვე იცოდა, რომ ეს ქალაქი ფეხბურთით ცხოვრობს. მას სიტუაცია მოსწონს.
- ლუკაკუსთან ერთად კარგად თამაშობთ?
- ცხადია. ის კარგი ადამიანია, ძალიან თავმდაბალია და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. მართლა კარგი ბიჭია, შესანიშნავი ფეხბურთელია და ეს ყველამ ვიცით.