მიქაუტაძემ, შესაძლოა, "ლილთან" ვერ ითამაშოს

AutoSharing Option
2 ნოემბერს, ლიგა 1-ის მეათე ტურში "ლიონი" გასვლაზე "ლილს" დაუპირისპირდება და შეიძლება ამ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღოს სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ, რომელმაც გასულ ტურში "ოსერთან" დუბლი შეასრულა.

"ლიონის" მწვრთნელმა პიერ საჟმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ტრავმირებული ერნესტ ნუამას და მაჰამადუ დიავარას "ლილთან" თამაში გამორიცხულია, გიორგი მიქაუტაძე კი ავადაა და გუშინ და დღეს საერთო ჯგუფთან ერთად არ უვარჯიშია.

მიქაუტაძემ "ოლიმპიკში" ყველა ტურნირზე 11 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული