კალაძიდან გოგლიჩიძემდე - გაძევება პირველივე სეზონში და საყვარელი გუნდის წინააღმდეგ...

AutoSharing Option
საბა გოგლიჩიძემ იტალიის ჩემპიონატში გამოსვლა მშვენივრად დაიწყო, საიმედო და ჭკვიანი მცველია. სერია "ა"-ს მე-10 ტურში გაძევება მისთვის გამოცდილება უნდა გამოდგეს, საკუთარ თავზე იმუშაოს და უკეთესი დაბრუნდეს.

საინტერესოა, რომ ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი კახა კალაძეც სადებიუტო იტალიურ სეზონში (2001-02) გააძევეს. მისი და "რომას" წევრ კანდელას დაპირისპირება საკმაოდ სკანდალური გამოდგა (იხ. ბმული - https://m.youtube.com/watch?si=OWpNZuw-hT4sB_N9&v=FhqHx0v1j9g&feature=youtu.be).

კალაძე "რომასთან" გაძევების შემდეგ (გვერდით ანდრეი შევჩენკო)

Sportall.Ge

კალაძე იტალიურ კარიერაში ორი გაფრთხილებით სამჯერ გააძევეს და ორჯერ პირდაპირ წითელი ბარათით დასაჯეს. რომაელებთან ხსენებულ შეხვეხრაში კახი "მილანში" 13-ნომრიანი მაისურით თამაშობდა
(შემდეგ დიდი ხანი 4 ნომერი იყო). ასევე ცამეტნომრიანი მაისურით გააძევეს ის თავისი საყვარელი კლუბის, "მილანის" წინააღმდეგ, უკვე "ჯენოას" შემადგენლობაში. ქართველმა მცველმა გაფრთხილება 48-ე წუთზე მიიღო, 54-ზე კი მოედანი დატოვა.

კალაძე "მილანის" შემადგენლობაში

Sportall.Ge

კახა კალაძემ იტალიის ჩემპიონატში სულ 247 შეხვედრა ჩაატარა, მისი საუკეთესო მიღწევა კი ჩემპიონთა ლიგაზე ორჯერ გამარჯვებაა. რაც შეეხება 20 წლის საბა გოგლიჩიძეს, ეს სერია "ა"-ში მისი მერვე მატჩი იყო და გვჯერა, მასაც ხანგძლივი და წარმატებული კარიერა ექნება!..

altგოგლიჩიძე გააძევეს - "ემპოლი" სახლში "ინტერთან" დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 13 /
ამ ყველა სფეროში ოპოზიციურად განწყობილმა ხალხმა რა ვერ შეიგნეთ და რა ვერ გააცნობიერეთ რო ყველგან უმცირესობაში ხართ?? გადახედეთ თქვენს კომენტარებს იქ სადაც კალაძეს ლანძღავთ და აკნინებთ რამდენი დისლაიქი აქვს,,სხვისი ლაპარაკი თუ არ გესმით ამით მაინც ხო უნდა მიხვდეთ რო სულ ერთი მუჭა ხართ და თქვენი დაბოღმილი აზრები არავის ანაღვლებს,,თან ხო ზუსტად იცით რო ყოველი დისლაიქის უკან თქვენი დედის და ცოლის სხვის ყლეზე წამოცმას გისურვებენ და რაღატო წერთ ესეთ ბოროტულ კომენტარებს?? რომელს გაგიკეთებიათ კალაძეზე და მით უმეტეს ივანიშვილზე მეტი საქართველოსთვის თქვე სირებო რო დგახართ და ილანძღებით?? ყველა იმ დაუნახავი ადამიანის დედას შევეცი რომელიც ბიძინას გაკეთებულ საქმეებს შეგნებულად გვერდს უვლის, კი ნუ გშუურთ და ბოროტდებით წადით და თქვენ 2 მაგდენი გააკეთეთ რაც ბიძინას გაუკეთებია ქვეყანას დარჩება თან კი ვერავინ წაიღებს, ფული არ გაქვთ თუ სპონსორები არ გყავთ, ოპოზიციიდან არ შეიძლება კარგი საქმეების კეთებაა?
gel-100
21:21 31-10-2024
25
რატომ წერთ სისულელეებს? კალა ფეხბურთელი და კალა ადამიანი პოლიტიკოსი, როგორც ცა და დედამიწა ისეთი განსხვავებაა. ფეხბურთელი იყო პროფესიონალი და მან ძალიან ძლიერ მილანში თავი დაიმკვიდრა. საფეხბურთუ კარიერაში მეც ვუსურვებ საბას კალას კარიერულ მიღწევებს.
რაც შეეხება საბას წითელ ბარათს ეგ მცველისთვის ტრაგედია არაა და ზოგადად ფეხბურთელისთვის.
G.LA
17:14 31-10-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული