ზურიკოს "სენტ-ეტიენმა" ორი წაგების შემდეგ გაიმარჯვა

AutoSharing Option
ლიგა 1-ის მეათე ტურში „სენტ-ეტიენმა“ საკუთარ მოედანზე „სტრასბურგი“ 2:0 დაამარცხა.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, თუმცა საგოლე მოქმედებით ამჯერად თავი ვერ გამოიჩინა - შეფასებები: sofascore 7.0, flashscore 7.0, whoscored 6.6.

„სენტ-ეტიენმა“ ზედიზედ ორი წაგების შემდეგ გაიმარჯვა, 10 ქულით ჯერჯერობით მეთხუთმეტე ადგილზეა და 10 ნოემბერს გასვლაზე „ლიონს“ დაუპირისპირდება.

სენტ-ეტიენი. „ჟოფრუა გიშარი“
სენტ-ეტიენი - სტრასბურგი 2:0
გოლები: 1:0 ნადე (51), 2:0 სისიკო (78)

altSofascore-ს ტურის სიმბოლურში დავითაშვილი და მიქაუტაძე მოხვდნენ

მკითხველის კომენტარები / 2 /
ზურიკო კლასნი იყო მთელი თამაში შეცდომა არ დაუშვია, დაღვინებულია და მოკლედ ტოპ კლასის ფეხბურთელია. წარმატებები
სიმენონი
12:09 03-11-2024
0
ზურიკოა ამ გუნდის მთავარი ძალა. სენტ ეტიენი იმედია არ გავარდება და ასდგილს შეინარჩუნებს ლიგაში. ისე ზუკას სხვა ლიაგა 1 ის კარგ გუნდში გადასვლა არ გაუჭირდება. ჩემი აზრით სენ ეტიენი გახდება ზურასთვის ტრამპლინი.
Რერო
14:22 03-11-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული