გოჩოლეიშვილის საგოლე გადაცემა - "კოპენჰაგენმა" გამარჯვება და გალიდერების შანსი ხელიდან გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დანიის სუპერლიგის მეთოთხმეტე ტურის დასკვნით მატჩში „კოპენჰაგენი“ საკუთარ მოედანზე „სილკებორგთან“ ფრეს დასჯერდა (2:2) და გალიდერების შანსი ხელიდან გაუშვა.

მასპინძელები დებიუტში გიორგი გოჩოლეიშვილის პასით ანდრეას კორნელიუსმა დააწინაურა, მაგრამ პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში სტუმრებმა პენალტით ანგარიში გაათანაბრეს. „კოპენჰაგენი“ შესვენების შემდეგ ბევრს უტევდა და წინ გასვლაც მოახერხა, თუმცა ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ გოლი გაუშვა.

გოჩოლეიშვილმა ჩემპიონატზე მეთორმეტე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და პირველად გამოიჩინა თავი საგოლე მოქმედებით. მან დღეს შეუცვლელად ითამაშა და ორივე გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო: sofascore 8.0, flashscore 7.9.

„კოპენჰაგენი“ 26 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ „მიდტიულანდს“ 1 ქულით ჩამორჩება და შემდეგ შეხვედრას 8 ნოემბერს, სახლში კონფერენს ლიგაზე „ბაშაქშეჰირთან“ ჩაატარებს.

კოპენჰაგენი. „პარკენი“
კოპენჰაგენი - სილკებორგი 2:2
გოლები: 1:0 კორნელიუსი (2), 1:1 ადამსენი (45+3, პენ), 2:1 დიკსი (90+1, პენ), 2:2 სიმელხაკი (90+9)

altგოჩოლეიშვილის 82 წუთი და "კოპენჰაგენის" გამარჯვება "ვეილესთან"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული