დღეს მიქაუტაძე დავითაშვილის წინააღმდეგ ითამაშებს - ხვიჩა ნაკრებში რთული მატჩით მოდის...

AutoSharing Option
სანაკრებო პაუზის წინ ქართველი ლეგიონერების ორი მატჩი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. დღეს, 10 ნოემბერს, ზუსტად ერთ დროს, 23:45 საათზე, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" "ინტერს" ესტუმრება, გიორგი მიქაუტაძის "ლიონი" კი ზურიკო დავითაშვილის "სენტ ეტიენს" მიიღებს.

11 ტურის შემდეგ "ნაპოლი" იტალიის ჩემპიონატის ლიდერია, უახლოეს მეტოქეს ერთი ქულით აღემატება და მის ლიდერობას სერიოზული გამოცდა ელის. ერთი მარცხის შემდეგ კონკურენცია სერიოზულად დაიძაბა. მათ რიგებშია "ფიორენტინაც", რომელმაც სტაბილურობას მიაღწია.

მილანელთა მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ჩემპიონთა ლიგაზე რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა, რათა ამ შეხვედრას უკეთ მომზადებულნი შეხვდნენ. ნეაპოლელთა რიგებში
მთავრი სირთულე კვლავ სტანისლავ ლობოტკას უკავშირდება. სლოვაკი მილანში გუნდთან ერთადაა.

ვარაუდობენ, რომ ანტონიო კონტე თავის საყვარელ ტაქტიკას დაუბრუნდება, რომლითაც ამ სეზონსაც იწყებდა და 3 მცველით ითამაშებს (მაკტომინეის ფაქტორი ამ ტაქტიკას ხელს უშლის). ამ შემთხვევაში კაპიტანი დი ლორენცო კვლავ ცენტრში გადაინაცვლებს, მარჯვენა ფლანგს კი მაცოკი ან პოლიტანო ჩაიბარებს. გამოვა, რომ სანაკრებო შეხვედრების წინ ხვიჩა კვარაცხელია მეორე ფორვარდი იქნება, სადაც მას ვილი სანიოლი იყენებს.

Sportall.Ge

რაც "კვარა" ნეაპოლშია, ისინი "ინტერს" ხუთჯერ შეხვდნენ, ქართველს კი მათთან საგოლე მოქმედება არ აქვს, ასეთი კი ცოტა გუნდი დარჩა. ჯერ იყო საჩემპიონო ინტრიგის დაძაბვა მილანელთა მხრიდან და შემდეგ "ნაპოლის" რევანში. მაშინ ლუჩანო სპალეტია გუნდის კარი რომელუ ლუკაკუმ აიღო, რომელიც ახლა საპირისპიროდ შეუტევს(ზელინკი ნეპოლელებს დაუპირისპირდება. სათადარიგოთა შორის ველით). გასულ სეზონში ინძაგის გუნდმა ჯერ "მარადონაზე" დამაჯერებლად (3:0) მოიგო,
შემდეგ კი სუპერთასის ფინალში გაიმარჯვა. რაც შეეხება ბოლო შეხვედრას, "ჯუზეპე მეაცაზე" გუნდებმა ქულები გაიყვეს(1:1). 77-ე ნომერმა ცოტა ხნის წინ აქ "მილანსაც" პირველად გაუტანა...

შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მაურიციო მარიანმა სექტემბერში მილანური დერბი განსაჯა. ის ერთ დროს გიბრალტარი-საქართველოზე მეოთხე მსაჯი იყო. ყოფილა იმ შეხვედრაში, სადაც კვარაცხელიას გაუტანია (ატალანტასთან), "ტორინოსთან" კი მოედანზე შესვლიდან მალევე მაცოკი გააძევა...

Sportall.Ge

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში ჩვენი მთავარი
ინტერესი დასკვნითი შეხვედრის მიმართაა. "სენტ ეტიენი" გასავარდნი ზონიდან ამოსვლას, პირველ რიგში, ზურიკო დავითაშვილის მეშვეობით თუ ეცდება. თავის მხრივ, გიორგი მიქაუტაძე ფორმაში შევიდა და მისი როლი იზრდება.

"მწვანეებმა" ბოლოს 2019 წელს მოიგო, ამის შემდეგ კი ხუთჯერ შეხვდნენ და "ლიონი" ერთხელაც არ დამარცხებულა.

შეხვედრას 32 წლის უკვე საკმაოდ ცნობილი არბიტრი, ვილი დელაჯოდი განსჯის.

ქართველ ლეგიონერებს წარმატებული მატჩების გაგრძელებას ვუსურვებთ და ხვალიდან ნაკრებში ველით!..

altკვარაცხელია შეიძლება ოქტომბერშიც სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
"არც ერთი იყო ფრანგი და არც მეორე ეგვიპტელი, ორივე ბედკრული საქართველოს შვილები იყვნენ"
მამლუქი
14:45 10-11-2024
2
დავითაშვილი,ჩანკვეტაძე,მინიმუმ ევროპის დონის ვარსკვლავებია,მინდორზე ყველაფერი შეუძლიათ,ბურთის დაჭერით დაწყებული,მწვავე დრიბლინგებით,ძლიერი ხილული დარტყმებით მეტოქის კარში,ზუსტი ,ფილიგრანული,გათვლილი პასებით,მინდვრის,პარტნიორის ადგილმდებარეობის ,მისი გადადგილების ხედვით,და რაც მთავარია, გუნდისთვის უაღრესად საჭირო, ნებისმიერი ფეხბურთელისთვის აუცილებელი თვისებით,დაცვით დამთავრებული,არა დრო და დრო,არამედ როცა გუნდს ესაჭიროება,ყოველთვის,ამასთანავე დავითაშვილი ფიზიკურადაც ძლიერია,ტრამვაგამძლე,ჩაკვეტაძე ნაკლებად,ფიზიკურად მეტი დატვირზთები სჭირდებოდა და მიიღო კიდევაც ინგლისურ ლიგაში ამგვარი დატვირთები, დანარჩენი გენებზეა დამოკიდებული,ორგანიზმის გაძლების ზღვარზე,ამ ორი ფეხბურთელისა,ამ ორი ვარსკვლავისა ქართული ფეხბურთისა.ტოპ გუნდებს ვისურვებდი და მერე დაინახავენ გვარდიოლები და კონტურები რა შეუძლია ქართულ ჯიშს,ჯილაგს,თუნდაც ფეხბურთში,ცალკე აღებულში.ისე კი მე უფრო ვაფასებ სპორტში,რაგბის,სხვა და სხვა ჭიდაობების,ორთაბრძოლებს,ქართულია,კაცურია,საბრძოლოდ,ყოველ დროში გამოსაყენებლად, სასიცოცხლოდ საჭიროა,თავის უფალი ადამიანისთვის
მ.ზ. დიდი ბრიტანეთი
12:53 10-11-2024
7

სიახლეები პოპულარული