უკრაინის ნაკრები საქართველოსთან მატჩისათვის მოსამზადებლად თურქეთში ჩავიდა

AutoSharing Option
16 ნოემბერს, ერთა ლიგის B1 ჯგუფში, მეხუთე, ბოლოსწინა ტურში საქართველო უკრაინას, ალბანეთი კი ჩეხეთს უმასპინძლებს.

ჩეხეთი 7 ქულით ლიდერია, საქართველოს და ალბანეთს 6-6 ქულა აქვთ, უკრაინას - 4. გამარჯვებული პირდაპირ A ლიგაში გადავა, მეორე ადგილზე გასული პლეი-ოფში A ლიგის მესამეადგილოსანს დაუპირისპირდება, გუნდი, რომელიც მესამე პოზიციას დაიკავებს, B ლიგაში დასარჩენად C ლიგის მეორეადგილოსანს შეხვდება, ხოლო რომელიც მეოთხე ადგილზე დარჩება, ქვედა დივიზიონში დაქვეითდება. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ნებისმიერი ნაკრები შეიძლება ზედა ლიგაში აღზევდეს ან ქვე
დაში დაქვეითდეს.

ყველაზე მძიმე სიტუაციაში უკრაინაა, რამეთუ უკანდასახევი გზა არ აქვს და საქართველოსთან მატჩი მათთვის პრაქტიკულად გადამწყვეტია. გუშინ ღამით უკრაინის ნაკრების სამშობლოში მოასპარეზე ფეხბურთელები მატარებლით კიევიდან პოლონეთში ჩავიდნენ, საიდანაც თურქეთში გაემგზავრნენ და შეკრებას ბელეკში გაივლიან. იქ მათ ლეგიონერები შეუერთდნენ. სერგეი რებროვის გუნდი ბათუმში 15 ნოემბერს ჩავა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
Უკრაინელებს უფრო სჭირდებათ მოგება ამიტომ ვუგულშემატკივროთ უკრაინელებს.
Სლავა უკრაინე.
Სლავა ჩემო საყვარელო პრეზიდენტო ზელენსკი!!!
დავით 67 იგივე მიჰაელ როთი
11:02 12-11-2024
27
იმედია უკრაინა მოიგებს და გავა პირველ ადგილზე. უკრაინა არის ჩვენი მოძმე ერი!
დიდება გმირებს
14:49 12-11-2024
19
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული