"ნაპოლიმ" ნერესი იმისათვის აიყვანა, რათა კვარაცხელიას ალტერ ეგო იყოს" - ფიფას აგენტი

AutoSharing Option
ფიფას ბრაზილიელმა საფეხბურთო აგენტმა საბატინო დიურანტმა რადიო Kiss Kiss Napoli-ს ეთერში „ნაპოლის“ თანამემამულე ფეხბურთელებზე - „ბეტისში“ განათხოვრებულ მცველზე ნათანზე და გარემარბ დავიდ ნერესზე ისაუბრა:

„ნათანი მივიდა გუნდში, რომელიც ფაქტიურად თავიდან აიწყო. ამასთან, როდესაც ბრაზილიიდან იტალიაში ჩადიხარ, ყველაფერი სხვაგვარადაა: კვება, ვარჯიში, თამაში. ბრაზილიელები უკეთ ბურთის ფლობისას ირჯებიან, არასოდეს არ ბრუნდებიან დაცვის დასახმარებლად. ის სრულიად განსხვავებულ სამყაროში მოხვდა, ძალიან პროგრესირება და რაფაელ ტოლოის დონის მიღწევა შეუძლია, მაგრამ ვერასოდეს გახდება ტიაგო სილვას კლასის მცველი. კარგად თამაშობს მარცხენა ფეხით, სწრაფია, მეორე სართულზე ბრძოლის უნარი
აქვს, დროთა განმავლობაში კარგ ფეხბურთელად ჩამოყალიბების შესაძლებლობა გააჩნია, თუმცა ვარსკვლავი ვერ გახდება.

დავიდ ნერესი „სან-პაულოს“ ახალგაზრდულ გუნდში იმედისმომცემი გახლდათ, თუმცა საკუთარ შესაძლებლობებში ბოლომდე ვერავინ დაარწმუნა, გააჩნია ხარისხი და პრობლემა, რაც არასტაბილურობაა. „ნაპოლიმ“ გუნდში სიტუაციის შესაცვლელად აიყვანა, რათა კვარაცხელიას ალტერ ეგო, შემცვლელი იყოს“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული