კვარაცხელიას აგენტი "ბარსელონას" პრეზიდენტს შეხვდა - El Nacional კატალონიური გრანდის ქართველთან დაკავშირებულ გეგმაზე

AutoSharing Option
კატალონიური El Nacional-ის ცნობით, გასულ ხუთშაბათს ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი "ბარსელონას" პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას შეხვდა. მოგეხსენებათ, "ბლაუგრანას" სახელს "ნაპოლის" ქართველ ვარსკვლავს დიდი ხანია უკავშირებენ.

იწერება ისიც, რომ ესპანური გრანდი ორ ახალ შემტევს ეძებს და ერთ-ერთ ასეთად სწორედ ჩვენებური მოისაზრება. თანაც, გუნდის მწვრთნელ ჰანსი ფლიკს ხვიჩა ძალიან ესიმპატიურება, თავად კვარაცხელიაც კარიერის "ბარსელონაში" გაგრძელების წინააღმდეგი არაა. 

თავის მხრივ, საქმეშია კვლავ პსჟ-იც და SPORT-ის ინფორმაციით, პარიზელებს გარიგების კიდევ ერთხელ გაჩარხვის მცდელობა მორიგ ზაფხულს ექნებათ.

პარარელურად, კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგლძრივების თაობაზე მოლაპარაკებებს "ნაპოლიც" განაგრძნობს. "პარტენოპეის" სპორტულმა
დირექტორმა ჯოვანი მანამ ადრე განაცხადა, რომ ყველაფერი ნოემბრის თვეში საბოლოოდ უნდა დასრულდეს, ან მოლაპარაკებები სეზონის ბოლოს გადაინაცვლებს.
მკითხველის კომენტარები / 22 /
ეს ამბავი ლაურენტიჩ მიკირტუმიჩმა იცის? - ნელა-ნელა შეაპარეთ გული არ გაუსკდეს! მართლა და მართლა ქართველთან რატომ აქვთ ასეთი დამოკიდებულება ნაპოლის ხელმძღვანელობას? ის, ფეხბურთელის მაგივრად რაგბისტის მაგვარი ლუკა-კუ თუ თავიდანვე 6 მილიონს იღებს (რა დამსახურებისათვის საკითხავია) და მოედანზე მართლა კუ-სავით გადაადგილდება და ფეხბურთის თამაშის მაგივრად ჭიდაობს - ხვიჩას რატომ იგნორირებენ? კონტეც კარგი პ...ი ყოფილა!
ვაჟა მასწავლებელი
01:25 15-11-2024
0
ხვიჩა, არ გაბედო და ბარსაში არ გადახვიდე, რადგანაც ბარსა ჩემი მტერია! გადახვალ? და დამივიწყებ, როგორც შენს კუმირს.
როლანდო.
22:50 14-11-2024
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული