კვარაცხელიას აგენტი "ბარსელონას" პრეზიდენტს შეხვდა - El Nacional კატალონიური გრანდის ქართველთან დაკავშირებულ გეგმაზე

AutoSharing Option
კატალონიური El Nacional-ის ცნობით, გასულ ხუთშაბათს ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი "ბარსელონას" პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას შეხვდა. მოგეხსენებათ, "ბლაუგრანას" სახელს "ნაპოლის" ქართველ ვარსკვლავს დიდი ხანია უკავშირებენ.

იწერება ისიც, რომ ესპანური გრანდი ორ ახალ შემტევს ეძებს და ერთ-ერთ ასეთად სწორედ ჩვენებური მოისაზრება. თანაც, გუნდის მწვრთნელ ჰანსი ფლიკს ხვიჩა ძალიან ესიმპატიურება, თავად კვარაცხელიაც კარიერის "ბარსელონაში" გაგრძელების წინააღმდეგი არაა. 

თავის მხრივ, საქმეშია კვლავ პსჟ-იც და SPORT-ის ინფორმაციით, პარიზელებს გარიგების კიდევ ერთხელ გაჩარხვის მცდელობა მორიგ ზაფხულს ექნებათ.

პარარელურად, კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგლძრივების თაობაზე მოლაპარაკებებს "ნაპოლიც" განაგრძნობს. "პარტენოპეის" სპორტულმა
დირექტორმა ჯოვანი მანამ ადრე განაცხადა, რომ ყველაფერი ნოემბრის თვეში საბოლოოდ უნდა დასრულდეს, ან მოლაპარაკებები სეზონის ბოლოს გადაინაცვლებს.
მკითხველის კომენტარები / 22 /
მეორედ ჩემპიონიც რომ გახდეს ნაპოლი, ხვიჩასთვის მაინც დაკარგული დრო იქნება. საკმარისი დრო ქონდა ყველა მწვრთნელს ხვიჩას გარშემო აეგო თამაში, მითუმეტეს კონტე პირდაპირ აცხადებდა ამას. სინამდვილეში გუნდის შედეგებზე არიან ოიენტირებული და ხვიჩას იყენებენ როგორც უნდათ. ინტერთან ბიჭმა მხოლოდ ერთხელ დაარტყა მთელ თამაშში. რა სტატისტიკას უნდა ველოდეთ, როცა დაცვაში უფრო მეტი დრო გაატარა ვიდრე თავდასხმაში. სანამ გუნდში პოლიტანო და დი ლორენცო იქნებიან ხვიჩას არავინ მოამარაგებს დროული პასით. მაკტომინეი კი ვხედავთ რა ღორიცაა, არანაკლები სიმეონეზე ან რასპადორიზე. ოსიმენი რომ ოსიმენი იყო, ისიც კი აწვდიდა ხოლმე პასს. ასე რომ, თუ გვინდა ხვიჩა თავის სტიქიაში იყოს, აუცილებლად უნდა თამაშობდეს ისეთ გრანდებში, როგორიცაა ლივერპული, ბაიერნი, მანჩჩესტერი, რეალი ან ბარსელონა. აი მერე იქნება სეზონზე 20-30 გატანილი გოლი და უამრავი ინდივიდუალური პრიზი თუ აღიარება. არ გამოვრიცხავ ოქროს ბურთს და ლიგის მოგებას. ნაპოლი ამჟამად მხოლოდ ფუჭად დაკარგული წლებია.
აქამდეც უნდა წასულიყო
15:52 14-11-2024
6
კვარა და ბარსელონა იდეალური იქნება!
Irakli
14:34 14-11-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული