"მტკივნეულია იმის დანახვა, თუ როგორ იტანჯება ჩვენი ხალხი" - შოთა ნონიკაშვილი უკრაინულ გამოცემას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა

AutoSharing Option
უკრაინულ "ჩერკასიში" მოთამაშე 23 წლის ქართველი ნახევარმცველი შოთა ნონიკაშვილი ადგილობრივ "ტრიბუნას" საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ძალადობას გმობს და საქართველოს ადგილი მხოლოდ ევროპაშია.

"ვაკვირდები ჩემს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მინდა გამოვხატო ჩემი, როგორც მოქალაქის პოზიცია.

ყოველთვის მხარს ვუჭერდი და მხარს დავუჭერ საქართველოს და ქართველ ხალხს, რომელიც იბრძვის თავისი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

ვგმობ ძალადობას და შეუძლებელია გულგრილი დარჩე იმის მიმართ, რაც ახლა ხდება საქართველოში. საქართველო იმსახურებს ერთობას და იყოს ევროპის ნაწილი.

მტკივნეულია იმის დანახვა, თუ როგორ იტანჯება ჩვენი
ხალხი. ვიცი, რომ მსგავსი მოვლენები უკრაინაშიც მოხდა და იმედი მაქვს, რომ ჩემს ქვეყანაში ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება", - თქვა ნონიკაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 26 /
სპეცრაზმს დამიზნებით ესვრიან ბენზინიან ბოთლებს პიროტექნიკას სახეში უმიზნებენ წვავენ და ანგრევენ ყველაფერსეგ არის მშვიდობიანი მიტინგი? ფეხბურთი ითამაშეთ ბიჭო ფეხბურთი რაშიც გარკვეული არ ხართ იმაზე კომენტარის გაკეთება აუცილებელი არ არი
ქომაგი
17:43 03-12-2024
25
ნონინკაათ ვაჟბატონო! როგორ მოგწონს ამ აქციაზე ლგებეტე დროშების ფრიალი? გეყოთ უკვე ამ ბრბოების მხარეზე დგომა! საქონელი რო შეესევა სუფთა სახლს და ააყროლებენ იქაურობას, ისეა რუსთაველის გამზირი.
ფუი შენ....
00:02 04-12-2024
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული