პრემიერლიგის გრანდების დიდი ინტერესი ხვიჩას მიმართ და ფედელეს კომენტარი

AutoSharing Option
HITC-ის ჟურნალისტი და სატრანსფერო ექსპერტი გრემ ბეილი ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ პრემიერლიგის კლუბების სერიოზულ ინტერესზე იტყობინება, რომელთა შორის ქართველ ტალანტს ყველაზე მეტად „ლივერპული“ და „მანჩესტერ სიტი“ აკვირდებიან, თუმცა „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ამჟამად მის დათმობას არ აპირებს, მომავალში კი თავის ძვირფას ფეხბურთელს 100 მილიონ ევროზე ნაკრებად ვერ შეელევა.

„მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა ყოველთვის არ ავლენდა თავის უნარებს, აშკარად კარგ სეზონს ატარებს. ხუთი გოლი გაიტანა და ამას გარდა, როდესაც ბურთს ფლობს, მუდამ არსებობს განცდა, რომ შეუძლია რაღაც მნიშვნელოვანი გააკეთოს. ნიჭიერი გარემარბი
შეტევისას მეტოქის წინააღმდეგობის დასაძლევად ძალიან კარგად მოქმედებს ერთი ერთზე თამაშისას“, - წერს Areanapoli.

საფეხბურთო მიმომხილველმა ენრიკო ფედელემ განაცხადა, რომ ნეაპოლურმა კლუბმა სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც საჩემპიონო სეზონის დასრულებისთანავე არ მოუმატა ხელფასი თუნდაც მინიმუმ ერთი მილიონით და მაშინვე არ შესთავაზა კონტრაქტის გაგრძელება, რაც არ გააკეთეს და ახლა სიტუაცია ძალიან ჩახლართულია.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ბექხემმა,რომელსაც ინტერ მაიამი ეკუთვნის თქვა მესი ვარჯიშზე სხვა მოთამაშეებზე ორი საათით ადრე მოდისო.ასევეა რონალდუ.არადა ორივემ 40 წელს მიუკაკუნეს.ხვიჩას ღმერთის ნაბოძები ნიჭის წყალობით შანსი აქვს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში შევიდეს როგორც უკვდავი ოღონდ მეტი დრო დაუთმოს ვარჯიშს.აჯობებს ზედმეტი ქების მაგივრად მეტი ვარჯიშისკენ მოვუწოდოთ.განსაკუთრებით ოჯახის წევრებს ეხება.
ჩემი აზრით
20:29 04-12-2024
8
მაგარი ბიჭი გვყავს, ოღონდ ცოტა ინტენსივობას კიდევ მოუმატოს და 100 მილიონსაც მაშინვე გადაიხდიან!
რაფინია დაფრინავს, რაფინია არ დადის!
22:11 04-12-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული