სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი პასით ბაკერი იატამ გაიტანა. ქართველმა შეუცვლელად ითამაშა - შეფასებები: sofascore 7.4, flashscore 7.0.
გრაცული გუნდი 36 ქულით ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 11 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე საფრანგეთში „ლილთან“ გამართავს.
ინსბრუკი. „ტივოლი“
ტიროლი - შტურმი 0:3
გოლები: 0:1 ბიოვინგი (15), 0:2 იატა (80), 0:3 იალკუიე (83)
გაძევება: ჩუკვუანი (41, შტურმი), უსტუნგადი (73, ტიროლი)
"შტურმმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა