რა უნდა მიქაუტაძეს სათადარიგოებში - შევიდა და თქვენი მოწონებული გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის მეთოთხმეტე ტურში „ლიონმა“ გასვლაზე „ანჟე“ 3:0 დაამარცხა.

სტუმართა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე 67-ე წუთზე შევიდა შეცვაზე, როდესაც ანგარიში 0:2 იყო. ჯერ მის მიერ თავით დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა, შემდეგ კი მეურვეებს გაექცა და მეტოქის კარი დალაშქრა. ეს მიმდინარე ჩემპიონატზე მისი მესამე გოლია.

ქართველის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: flashscore 7.8, whoscored 7.6, sofascore 7.3.

„ლიონმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, 25 ქულით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 13 დეკემბერს, ევროპა ლიგაზე ფრანკფურტში „აინტრახტთან“ ჩაატარებს.

ანჟე. „რაიმონ კოპა“
ანჟე -
ლიონი 0:3

გოლები: 0:1 ტალიაფიკო (26), 0:2 შერკი (55), 0:3 მიქაუტაძე (88)

alt"ლიონმა" მიქაუტაძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

მკითხველის კომენტარები / 17 /
რა გოლი შეაგდო გიომ.იქოქება ჩვენი ბომბარდირი.უყვარს გოლები და რა ქნას.სიყვარულს კი ვერსად გაექცევი.
ჯანაშია ვაგნერი.
02:42 08-12-2024
1
ორს კი არა, სამ კაცს გაცდა ერთი მოძრაობით, თანაც ეჭიდავებოდა მცველი რო დაარტყა. ზღაპრული გოლი გაიტანა.
უკვე კვარას დონეზეა
03:04 08-12-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული