"მსურს მოედანზე რაც შეიძლება დიდი დრო გავატარო,, მაგრამ..." - რა თქვა მიქაუტაძემ "ანჟერთან" მატჩის შემდეგ?

AutoSharing Option
ლიგა 1-ის მე-14 ტურში "ლიონის" "ანჟერთან" 3:0 გამარჯვების შემდეგ, მატჩის ბოლო გოლის ავტორმა გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მისი თქმით, მეტი სათამაშო დროის მიღება სურს, თუმცა ესმის, რომ ალექსანდრ ლაკაზეტი "ლიონისთვის" ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი და ფიგურაა.

"ბუნებით სპორტსმენი ვარ და რა თქმა უნდა, მსურს, რომ უფრო ხშირად ვითამაშო, მაგრამ ისიც მესმის, რომ აქ ლაკაზეტი ლეგენდაა და მან როგორც პრემიერლიგაში, ასევე "ლიონის" ისტორიაში საკუთარი კვალი დატოვა, ალექსი მონდომებას არც ახლა აკლებს და საკუთარ მაქსიმუმს აკეთებს, კონკურენცია კი გუნდის შედეგებს აუმჯობესებს.

ბავშვობიდან
მინდოდა, რომ "ლიონის" ისტორიაში შევსულიყავი, ახლა კი ეს სურვილი გამიორმაგდა", - განაცხადა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, გიორგიმ მიმდინარე სეზონში ფრანგული გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე 18 მატჩი გამართა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და 1 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

altრა უნდა მიქაუტაძეს სათადარიგოებში - შევიდა და თქვენი მოწონებული გოლი გაიტანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
კი გასაგებია მაგრამ, ახლა მთლად მაგ ლიონზე ნუ მოიჭრი ჭიპს.
მალხაზ ჯობავა
17:03 09-12-2024
10
რა შენი საქმეა ვისზე მოიჭრის ჭიპს!
ავჭალიდან
18:33 09-12-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული