"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს

AutoSharing Option
სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, "ლი­ბე­რა­ლუ­რი ბაბ­ლის" წევ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის წევ­რს ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას შე­უ­რა­ცხყო­ფას მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად აყე­ნე­ბენ და მათ­თვის "არა­ფე­რი წმინ­და არ არ­სე­ბობს".

"მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ახ­დე­ნენ ამ ძვირ­ფა­სი ქარ­თვე­ლის შე­უ­რა­ცხყო­ფას და სა­ერ­თო­დაც, ბო­ლოს რა­ღაც ტენ­დენ­ცი­აა, ხელ­წე­რაა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის, არც ვიცი ადა­მი­ა­ნე­ბი თუ უნდა ვუ­წო­დო. მათ­თვის არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი წმინ­და, ქარ­თუ­ლი, ყვე­ლა­ფერს აყე­ნე­ბენ შე­უ­რა­ცხყო­ფას.

ესე­ნი იქ­ნე­ბი­ან ქარ­თუ­ლი სპორ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ის ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, თუ ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. მე მინ­და ამ ადა­მი­ა­ნებს მივ­მარ­თო, აი, ამ ძვირ­ფას ადა­მი­ა­ნებს, არ მი­აქ­ცი­ონ მათ ყუ­რა­დღე­ბა და ჩემი
დიდი პა­ტი­ვის­ცე­მა ამ ქარ­თვე­ლებს, ღირ­სე­ულ ხალ­ხს. ხვი­ჩას მინ­და მალე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა ვუ­სურ­ვო", - გა­ნა­ცხა­და გენო პეტ­რი­აშ­ვილ­მა, რომ­ლის კო­მენ­ტარ­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ავ­რცე­ლებს.

ასე­ვე ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა, ყოფილმა ძიუდოისტმა ვარ­ლამ ლი­პარ­ტე­ლი­ან­მაც გა­ა­კე­თა კო­მენ­ტა­რი.

"ყვე­ლა კარ­გად ვხე­დავთ, რამ­ხე­ლა ზი­ზღი, რამ­ხე­ლა შე­უ­რა­ცხყო­ფა და ბუ­ლინ­გი მო­დის მათი მხრი­დან. ეს, პირ­ველ რიგ­ში, მათ აყე­ნებს ზი­ანს და მათ­თვის არის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მე ვფიქ­რობ, ეს უკვე თით­ქოს ძა­ლა­დობ­რივ მოქ­მე­დე­ბა­ში გა­და­უ­ვი­დათ და ამას ყვე­ლა ხვდე­ბა და ყვე­ლა აც­ნო­ბი­ე­რებს უკვე. ეს მხო­ლოდ და მხო­ლოდ მათ იმიჯს აზი­ა­ნებს. ხვი­ჩას ვე­რა­ფერს და­აკ­ლე­ბენ და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სულ მალე იგი ჩვე­ულ ფორ­მას და­უბ­რუნ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ვარ­ლამ ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა.

წყარო: Ambebi.ge
მკითხველის კომენტარები / 61 /
სასაცილოა, აქ კომენტარებში სირები გენოს და სხვა პატრიოტებს, რო ლანძღავთ. ამ პატრიოტი ნაღდი ქართველების, ფეხის ფრჩხილადაც არ ღირხართ, თქვე საცოდავებო!
როთ სირებს!
17:24 12-12-2024
0
ტქვენი დასაცავი არ არი სიმარტლე ტქვა კვარამ არა დზალადობას ტტტტტტტტტტტტტტ
pepe
17:17 12-12-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული