"ნაპოლისთვის" კარგია, რომ ტრავმა მიიღო და ვერ ითამაშებს" - პრანდელი კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ რადიო Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში "პარტენოპეის" შესახებ ისაუბრა. "რომას" ყოფილმა თავკაცმა კომენტარი ტრავმირებულ კვარაცხელიაზეც გააკეთა.

გამოცდილი სპეციალისტის თქმით, ქართველის მოედანზე არყოფნა "ნაპოლის" უფრო არაპროგნოზირებადს გახდის.

"უდავოა, რომ კონტემ შემტევების გაუმჯობესებაზე უნდა იმუშაოს, რადგან დაცვითი ხაზი შედარებით საიმედოდ თამაშობს. ეჭვიც არ მეპარება, რომ ანტონიო ამ ასპექტზე ყურადღებას გაამახვილებს.

კვარაცხელიას არყოფნა? რა თქმა უნდა, მძიმეა. მაგრამ "ნაპოლის" ღრმა შემადგენლობა ჰყავს. პარადოქსულია, მაგრამ ქართველის გარეშე "პარტენოპეი" უფრო არაპროგნოზირებადი გახდება", - განაცხადა პრანდელიმ.

შეგახსენებთ, იტალიელი სპეციალისტი ბოლოს "ფიორენტინას" წვრთნიდა.

alt

"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს

altქართველების უსიამოვნო კომენტარები კვარაცხელიას ტრავმაზე და რას იზამს "ნაპოლი" ხვიჩას გარეშე...

alt"როგორც მე შემატყობინეს, კვარაცხელია ამ პერიოდს გამოტოვებს" - ფედელემ და Gazzetta Dello Sport-მა ხვიჩას ტრავმაზე ახალი ინფორმაცია გაავრცელეს
 

მკითხველის კომენტარები / 11 /
ეს ადამიანი რასაც გულისხმობს სამწუხაროდ ბევრისთვის წარმოუდგენელია არადა სიმართლეს ამბობს ოღონდ არაპირდაპირი მნიშვლენობით ეს იგივეა ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თბილისში კვარას და მიქაუტაძის არ ყოფნამ შესაძლებელი გახადა უძლიერესი ჯგუფიდან პირველ ადგილზე გასვლა რამდენი ლანძღვა გინება აიტანა მაშვინ არადა გუნდს მისი არყოფნა ყველაზე მაგრად წაადგა ვფიქრობ უდინეზესთანაც ასე იქნება
გიორგი
20:07 13-12-2024
10
ხვიჩას გარეშე ნაპოლის არაპროგნოზირებადობაში ეს მზე ალბათ გამოყ…ს გულისხმობდა. ჰაჰაჰაჰაჰა
გიორგი
19:35 13-12-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული