ხვიჩას გარეშე - "ნაპოლიმ" "უდინეზეს" თამაში შემოუტრიალა

AutoSharing Option
სერია A-ს მეთექვსმეტე ტურში „ნაპოლიმ“, რომელსაც ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარა, გასვლაზე „უდინეზეს“ 3:1 სძლია.

სტუმრები ინიციატივას ფლობდნენ, მასპინძლები კი დაწინაურდნენ - დარტყმული ბურთი საჯარიმოში ხელზე ლობოტკას მოხვდა, ტოვენს პენალტიდან გატანა მეკარე მერეტმა არ დაანება, მაგრამ მან მოგერიებულ ბურთზე ყველას დაასწრო. ხვიჩას შემცვლელის, ნერესის სამ ცდას შედეგი არ მოჰყვა, ანგისას დარტყმული ბურთი ზედ კარის ხაზიდან მცველმა ეჰიზიბეუმ გამოიტანა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, ნეაპოლურმა გუნდმა მეტოქის კარზე იერიშების მიტანა გააგრძელა: ჯერ ლუკაკუმ ანგარიში გაათანაბრა,
მერე ნერესის დარტყმული ბურთი ჯანეტიმ საკუთარ კარში ჩაჭრა, ხოლო 81-ე წუთზე ანგისამაც გაიტანა

„ნაპოლი“ 35 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „ატალანტას“ 2 ქულით ჩამორჩება და 21 დეკემბერს სტუმრად „ჯენოას“ დაუპირისპირდება.

უდინე. „დაჩია არენა“
უდინეზე - ნაპოლი 1:3
გოლები: 1:0 ტოვენი (22), 1:1 ლუკაკუ (50), 1:2 ჯანეტი (77, საკ. კარში), 1:3 ანგისა (81)
გამოუყენებელი პენალტი: ტოვენი (22, უდინეზე)

altსერიალი Rinnovo Kvara სრულდება - ცნობილი გახდა შეთანხმების პირობები

მკითხველის კომენტარები / 14 /
თამაშს ვერ ვუყურე და მაინტერესებს ნერეშმა კარგად ითამაშა თუ ცუდად?

ვერც სტატიიდან მივიღე ინფორმაცია და ვერც კომენტარებიდან:(
სიმენონი
14:34 15-12-2024
1
ყველას, ვისაც ხვიჩას გველურად კრიტიკა გიყვართ, უფლებას გაძლევთ ემთხვიოთ კახურ ვირს …იცით რომელ ორგანოზეც…
გიო
09:35 15-12-2024
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული