უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."

AutoSharing Option
უკრაინის პრემიერლიგის მე-17 ტურში "ოლექსანდრიამ" საქართველოს ნაკრების ნახევარმცევლის, შოთა ნონიკაშვილის "ჩერქასს" უმასპინძლა და (1:1) დაუზავდა. მეორე ტაიმში სტუმართა მარცხენა მცველი, 28 წლის ალექსანდრ კაპლიენკო მოედანზე უგონოდ დაეცა. ფეხბურთელებმა ეს ეპიზოდი ძალიან ემოციურად მიიღეს.

Sportall.Ge

ქართული "ფეისბუქგვერდი" "22 მოთამაშე" ნონიკაშვილის კომენტარს აქვეყნებს, სადაც შოთა თანაგუნდელის გადარჩენას იხსენებს: "კაპლიენკო კანკალებდა... უცებ მივვარდი, ენა თითქმის გადაყლაპული ჰქონდა და დავუჭირე. ორი თითით მეჭირა, უკვე გაძლებაზე. რაც ძალი და ღონე მქონდა, კბილებს ვიჭერდი. ბოლო ხმაზე ვღრიალებდი."

შოთა ნონიკაშვილი (შუაში) ნაკრების რიგებში

Sportall.Ge

ალექსანდრ კაპლიენკო თავს ახლა კარგად
გრძნობს. შეგახსენებთ, უკრაინის ჩემპიონატში საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ჯაბა კანკავამ კიევის "დინამოელი" ოლეგ გუსევი, მეკარესთან შეჯახების შემდეგ, სიკვდილს გადაარჩინა.

alt"მინდა, ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ..." - ნაკრებში გამოძახებული ჯაბა კანკავა ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს

მკითხველის კომენტარები / 14 /
ენას ვერანაირად ვერ გადაყლაპავს რა სისულელეა ეს უბრალოდ ტვინის გათიშვის ან კუნთოვანი სპაზმის დროს ხდება სასუნთქი გზებზე ენის დაცობა ამ დროს აუცილებელია კისერში ამოუდო ხელი და ნიკაპით თავი უკან გადაუწიოთ. ენა წანაცვლდება და სასუნთქი გზებიც გაიხსნება.
gego
22:48 15-12-2024
3
ეს არ არის სწორი პირველადი სამედიცინო დახმარება ასეთ შემთხვევაში, კარგია თუ ქართველ ფეხბურთელებს ვინმე აუხსნის ამას, თორემ სისტემატიურად იმეორებენ ერთსა და იმავე შეცდომას. როგორც ექიმი, ისე ვწერ ამას. კარგია, რომ დახმარების და გადარჩენის სურვილი აქვთ, ამაზე არავინ დავობს, თუმცა სურვილი ერთია და სწორი დახმარება და სარგებელი მეორე.
Goga
20:11 15-12-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული