ჩაკვეტაძის შეძენის სურვილი პრემიერლიგის სამმა კლუბმა გამოთქვა - უღირს ქართველს გუნდის გამოცვლა?

AutoSharing Option
Goodison News-ი Football League World-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ „ევერტონი“ „უოტფორდის“ შემტევით, გიორგი ჩაკვეტაძით დაინტერესდა და უკვე იანვარში მისი შეძენის სურვილი აგრეთვე „ლესტერს“ და „ვულვერჰემპტონს“ აქვთ.

აღნიშნულია, რომ ჩაკვეტაძემ სექტემბერში „უოტფორდთან“ კონტრაქტი 5 წლით გაახანგრძლივა, კლუბი ძვირად დააფასებს, რამაც შეიძლება მისი მსურველები დააფრთხოს, რომლებიც პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან. მით უმეტეს, თავად ტომ კლევერლის გუნდს აქვს უმაღლეს დივიზიონში აღზევების შესაძლებლობა.

გამოცემა წერს, რომ მიუხედავად დაბალი შედეგიანობისა, 25 წლის ქართველი შემოქმედებითი უნარებით გამოირჩევა, ჩინებულ ფორმაშია, შესანიშნავ სეზონს ატარებს, კარგი დრიბლინგის მქონეა, ჩემპიონშიფში ერთ-ერთი
საუკეთესოა, გუნდისთვის საკვანძო ფეხბურთელია და საქართველოს ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზეც გამოიჩინა თავი.

ხაზგასმულია, რომ ადრე „სანმა“ დაასახელა თანხა, რომელსაც "უოტფორდი"გიორგის სანაცვლოდ მოითხოვს - 20 მილიონი ფუნტი.

alt"უოტფორდის" გამარჯვება და ჩაკვეტაძის მაღალი შეფასებები [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 30 /
ხალხო ხმა ამოვიღოთ დავუდგეთ გვერდში ლუდომანებსს ყველაზე ცოდვები არიან ნარკომანებზე უარესები არიან დამიჯერეთ....გავაუქმოთ კროკობეთი.კრისტალბეთი..აჭარაბეთი..ევროპაბეთი..ლიდერბეთიი..ბეთლაივი...ეს საიტები რო მოვსპოთ ყველა არ ივლის კაზინოში ვიბრძოლოთ ერს ყველაზე დიდი მტერი არა რუსეთი და პუტინი გვყავს არამედ სათამაშო ბიზნესიიიიიიიი გვყავსს დამიჯერეთ....ამ პატარა ქვეყდნიდან რო ყოველ წელს 20 მილიარდი შევა სახელმწიფოში ამ ბიზნესიდან ვინ გაუქმებს ან კითხვა არგიჩნდებათ ამდენი ფული საიდან...ევროპასაც გავარტყი ამერიკასაც და ზედ რუსეთსაც თუ ხალხი გაგვინადგურესსსსს
ყველაზე დიდი მტერი ხალხის არის სათამაშო ბიზნესი!
22:09 18-12-2024
0
ოღონდ გიო ტოპ 5 ში ვიხილო ..მერე ვიტყვი აჰა იღბალიც არსებობს თქო..დაღვინებულია ყველა ასპექტში..ფიზიკურადაც ჯანზეა..ციტა სისწრაფე ჭირდება და ახალი დე ბრუინს იხილავს პრემიერლიგა..წარმატებები მას და ყველა ქართველს..
კიეზა
17:05 18-12-2024
0

სიახლეები პოპულარული