მამარდაშვილის მორიგი აღიარება - ქართველი 2024 წლის საუკეთესო მეკარეებს შორის ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს

AutoSharing Option
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2024 წლის საუკეთესო მეკარეთა ათეული გამოაქვეყნა.

ჩვენთვის განსაკუთრებულად საინტერესო და საამაყოა ის ფაქტი, რომ მე-3 ადგილზე 55 ქულით საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" კიპერი გიორგი მამარდაშვილი გავიდა.

მან უკან ისეთი მეტოქეები ჩამოიტოვა, როგორებიც მაიკ მენიო, ჯანლუიჯი დონარუმა, ტიბო კურტუა და სხვა ცნობილი მეკარეები არიან.

მამარდაშვილზე წინ მხოლოდ ემილიანო მარტინესი (პირველ ადგილზეა) და იუნაი სიმონი არიან, ათეული კი ასე გამოიყურება:

1) ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა) 167 ქულა
2) იუნაი სიმონი (ბილბაო) 91 ქულა
3) გიორგი
მამარდაშვილი (ვალენსია) 55 ქულა
4) მაიკ მენიო (მილანი) 52 ქულა
5) ტიბო კურტუა (რეალი) 28 ქულა
6-7) იან სომერი (ინტერი) 25 ქულა
6-7) ანდრეი ლუნინი (რეალი) 25 ქულა
8) ჯანლუიჯო დონარუმა (პსჟ) 23 ქულა
9) დავიდ რაია (არსენალი) 21 ქულა
10) გრეგორი კობელი (დორტმუნდი) 17 ქულა
მკითხველის კომენტარები / 13 /
ვინ ჩამოლაბორანტდა ბაბუა ხვიჩა? ნუ გადამრევთ ბაბუა, მაი ბიჭი თუ ჩამოლაბორანტდა, ფეხბურთს ვინღა თამაშობს თქვენი აზრით? ააა, მივხვდი, ერლინგა ჰალანდი ხომ? იმ ბიჭს კაი ჯანი მიცეს ბაბუა ღმერთმა ასი წელი, მარა მაგის ფეხბურთელობის არ ვიცი რა გითხრათ! ჰა, ვინაა კიდომ, ვინისიუსი? შუუშვით რეალში ხვიჩა და ხვიჩა იქნება პირველი! და კიდომ, იმ რეიტინგებში, რომლებსაც ფიფა, უეფა და სხვა ასოციაციები ადგენენ და აქვეყნებენ, კვარა ათეულს არ ჩამოცილებია ჯერ და ყოველთვის პირველ ხუთეულშია ბაბუა და თუ ჩამოლაბორანტებულია, რაფერც შენ უბნობ, რაფერ ახერხებს ამდენს? თუ ფულს უმაზავს იგენს და ასეა ლიდერებში რომაა სულ? საღოლ ბაბუა თქვენ, კი ხართ ნაღდი ფეხბურთის სექსპერტები რააა!!! ანალიზი ხომ საერთოდ კოსმონავტის გაქვენ ბაბუა! აბა თქვენ იცით ბაბუა, პირველ ჩვენებას მიაწექით, სამე არ გაღუნოთ... :)
Guriec
19:58 23-12-2024
0
მე და რაა!! ეს აღიარება გასული სეზონის შედეგების მიხედვითაა შედგენილი ,ევროზე თამაშების ჩათვლით, ჩვენ ის ვიდარდოთ ახლა რა კონდიციაშია, ფაქტია ევროს შემდეგ თვალსისაცემად მოუკლო და ლიველპოლში დასამკვიდრებლად,რომ დიდი დავიდარაბა მოუწევს ამას მარტო მე არ ვხედავ. მასე ორი წლის წინ კვარაც დაფრინავდა,იტალიის საუკვეთესოც გახლდა და ოქროს ბურთი ნომინანტიც იყო, მაგრამ ახლა ხომ ხედავთ სად არის, პროგრესის ნაცვლად ისე ჩამოლაბარანტდა უკვე ნაპოლის ძირითადში თამაშიც კი საკამათო გაუხდათ, არა მარტო გულშემატკივრებს არამედ ფეხბურთის მრავალმნახველ სპეციალისტებს.... ეს რა თქმა უნდა არ ეხება ქართველ გულშემატკივრებს და სპეციალისტებს, მიუხედავათ ნაკრების ტრადიციული ჯგუფში დაკავებული ბოლოდან მეორე ადგილისა და კვარას, ასე ვთქვათ არც ისე ვასკვლავური თამაშისა. ის, ჩვენთვის ისევ კვარადონად რჩება, იტალიაში კი, უკვე კარგა ხანია დაივიწყეს რომ ოდესღაც ამ კლიჩკით კვარას მოიხსენიებდნენ და უპირობოთ, მათი კუმირი იყო....
SOSO
10:05 20-12-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული