"ნაპოლის" ამ ორი ფეხბურთელის სიძლიერით გაკვირვებული ვარ" - არიგო საკი

AutoSharing Option
ლეგენდარულმა არიგო საკიმ Il Mattino-სთან ინტერვიუში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა.

"მილანის" ყოფილი თავკაცის თქმით, ის ხვიჩა კვარაცხელიასა და სტანისლავ ლობოტკას დიდი გულშემატკივარია.

"სპალეტის "ნაპოლი" შესანიშნავი გუნდი იყო. ზოგადად, ფეხბურთში იშვიათია, როდესაც ლამაზი თამაშით შედეგს აღწევ. ლუჩანომ დაგვანახა, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია.

დღეს ყველა შედეგზე თამაშობს, რის გამოც ინდივიდუალიზმმა უკანა პლანზე გადაიწია, საუბარი თითქმის ყველა იტალიურ გუნდზე მაქვს.

კვარაცხელიას და ლობოტკას სიძლიერით გაოცებული ვარ. მახსოვს, როცა "ნაპოლიმ" "იუვენტუსი" (5:1) დაამარცხა, "კვარას" გოლის შემდეგ იმხელა ხმაზე ვიყვირე, ჩემი ცოლი შევაშინე", - გაიხსენა საკიმ.

შეგახსენებთ, სპალეტი "ნაპოლის" 2021/2023 წლებში წვრთნიდა და "პარტენოპეის" სკუდეტო ისტორიაში მესამედ მოაგებინა.

altკვარაცხელიას და გოგლიჩიძის ღირებულება გაიზარდა - სერია A-ს სიმბოლური ფასების მიხედვით

alt"კონტეს ნერესი "კვარას" გასაუმჯობესებლად სჭირდება" - კასანომ და ადანიმ დებატები გამართეს

მკითხველის კომენტარები / 13 /
დიდი მწვრთნელი და ლეგენდარულუ პერსონა. დიდი პატივია როცა ამ დონის ადამიანი აღიარებს და გულშემატკივრომს იმ ნიჭს და ტალანტს რომელიც კვარას აქვს, არიგო საკის ბევრი ფეხბურთელი უნახავს და ბევრ ვარსკვლავს წვრთნიდა, არ არის მარტივი მისი საფეხბურთო უნარებით გაოცება მაგრამ კვარამ ეს შეძლო! ეს დიდი აღიარებაა, როცა ასეთი მწვრთნელი და პერსონა გაქებს!
ირაკლი
20:55 20-12-2024
0
რა ტიტულისთმის მებრძოლმა ევრო 96-ზე ბაჯოს გარეშე ჯგუფში ჩარჩა, და თან ბიჭებს აბნევს მოედანზე ბაჯოო თუ რაღაც ასეთი სირობა თქვა, ან ვიალის როგგორ უნდა ამჯობინო, კაზირაგი, სინიორი და თუნდაც რავანელი?
mmm-s
19:57 20-12-2024
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული