"ნაპოლის" ამ ორი ფეხბურთელის სიძლიერით გაკვირვებული ვარ" - არიგო საკი

AutoSharing Option
ლეგენდარულმა არიგო საკიმ Il Mattino-სთან ინტერვიუში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა.

"მილანის" ყოფილი თავკაცის თქმით, ის ხვიჩა კვარაცხელიასა და სტანისლავ ლობოტკას დიდი გულშემატკივარია.

"სპალეტის "ნაპოლი" შესანიშნავი გუნდი იყო. ზოგადად, ფეხბურთში იშვიათია, როდესაც ლამაზი თამაშით შედეგს აღწევ. ლუჩანომ დაგვანახა, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია.

დღეს ყველა შედეგზე თამაშობს, რის გამოც ინდივიდუალიზმმა უკანა პლანზე გადაიწია, საუბარი თითქმის ყველა იტალიურ გუნდზე მაქვს.

კვარაცხელიას და ლობოტკას სიძლიერით გაოცებული ვარ. მახსოვს, როცა "ნაპოლიმ" "იუვენტუსი" (5:1) დაამარცხა, "კვარას" გოლის შემდეგ იმხელა ხმაზე ვიყვირე, ჩემი ცოლი შევაშინე", - გაიხსენა საკიმ.

შეგახსენებთ, სპალეტი "ნაპოლის" 2021/2023 წლებში წვრთნიდა და "პარტენოპეის" სკუდეტო ისტორიაში მესამედ მოაგებინა.

altკვარაცხელიას და გოგლიჩიძის ღირებულება გაიზარდა - სერია A-ს სიმბოლური ფასების მიხედვით

alt"კონტეს ნერესი "კვარას" გასაუმჯობესებლად სჭირდება" - კასანომ და ადანიმ დებატები გამართეს

მკითხველის კომენტარები / 13 /
ფეხბურთის აზრზე არაა არიგო, თუ რაღაც ჭკვიანური გინდათ გაიგოთ, ვატუტი სანაიას და რუსთაველზე მიმოფანტულ ქათმებს ჰკითხეთ!
llcl
16:01 20-12-2024
45
ხვიჩა უმაგრესი და უნიჭიერესი ფეხბურთელია, რომლის თმაშის ყურება სიამოვნებაა, ასეთი ფეხბურტი კი მან უფრო ლაღად უნდა ითამაშოს, ჩვენი ჟორჟივით ღიმილით :)
რობი
15:01 20-12-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული