კონტე: "კვარას" დაბრუნება მნიშვნელოვანია - ნერესი მიხვდა, რომ...

AutoSharing Option
„ჯენოასთან“ მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს „ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ უპასუხა:

"როდესაც კასტელ ვოლტურნოზე მოვდივარ, მუდამ ბედნიერი ვარ, რადგან ენთუზიაზმით სავსე ფეხბურთელებს ვხედავ. ალესანდრო ბონჯორნოს ჟუან ჟეზუში შეცვლის. ის მარცხენა ცენტრალური მცველია, ამირ რაჰმანისთან ერთად ბევრი შეხვედრა ჩაატარა, კარგად ვარჯიშობს, ჩემი ნდობით სარგებლობს და ამ მხრივ თავს მშვიდად ვგრძნობ.

იქნება თუ არა გენუაში „კვარა“? გუშინ მან ვარჯიში განაახლა, დღეს უფრო თავისუფლად ვარჯიშობდა და ჩვენს განკარგულებაშია. ეს მნიშვნელოვანია. ნერესმა ძალიან მოუმატა, საქმეში გაცილებით უფრო ჩართულია. ეს ბიჭი მიხვდა, რომ გვჭირდება
ფეხბურთელები, რომლებიც შეტევაშიც აქტიურები არიან და დაცვაშიც. იმდენად გაიზარდა, რომ ორივე ფლანგზე ალტერნატივას მაძლევს. მისით ძალიან კმაყოფილები ვართ".

სერია A-ს მეჩვიდმეტე ტურის დაპირისპირება „ჯენოასა“ და „ნაპოლის“ შორის „ლუიჯი ფერარისზე“ 21 დეკემბერს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

alt"როდესაც აკრიტიკებთ, ნუ გავიწყდებათ, რომ..." - ფედელემ "კვარაზე" ისაუბრა

altკვარაცხელიასა და ოსიმენის ძალიან კარგი წყვილი დაიშალა - განსხვავებული კულტურების ურთიერთგაგება, ნიგერიელთა პრობლემები და დღესასწაული..

მკითხველის კომენტარები / 2 /
ძველებურ და კიდევ უფრო მეტ ეფექტიანობას გისურვებთ ხვიჩა.გვეიმედებით,ძმაო!
ბრაზი
01:06 21-12-2024
1
რაღაცას კეკლუცობს ეს კონტე.კვარაას და ნერესის შედარება აბსურდულია.ნერესს შემთხვევით გამოუვიდა იმ მომენტში დრიბლინგი და გოლი,რომელიც მცველს რომ არ მოხვედროდა არც გავიდოდა, იმდენად სუსტი დარტყმა იყო.დანარჩენი იმ თამაშში ფაქტიურად არაფერი გაუკეთებია,ერთი ეპიზოდის გამო დაუწყეს ქება.კვარა საერთოდ სხვა დონეა,მუდმივად დაძაბულობაში ჰყავს მეტოქე,სამი კაცი უდგას სულ.ნერესს კი არც მეურვეობენ,არ ეშინიათ.კონტე,მორჩი ამ რიჟა ბაზარს,არც შეადარო.
მირო
02:04 21-12-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული