"საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის სერია A-ს გუნდში გადასვლა რეალურია" - იტალიური მედია

AutoSharing Option
Calcio Genoa იტყობინება, რომ საქართველოს ნაკრებისა და კრაიოვას „უნივერსიტატეას“ 23 წლის ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი შეიძლება იანვარში „ჯენოაში“ გადავიდეს.

გენუური კლუბის ახალი მფლობელი, რუმინელი დან შუკუ სამშობლოდან შედარებით იაფფასიანი ფეხბურთელების დამატებას აპირებს და პირველ რიგში ეს მექვაბიშვილს ეხება, რომლის სატრანსფერო ღირებულება 1.2 მილიონი ევროა.

აღნიშნულია, რომ ქართველმა ადვილად მოახერხა „უნივერსიტატეაში“ ადაპტირება, გუნდის წამყვანი ფეხბურთელი გახდა, უცხოური კლუბების ყურადღება მიიქცია, მათ შორის ადრე „ბოლონიასი“, „ჯენოას“ სწორედ ასეთი მარჯვენა ნახევარმცველი სჭირდება, რომელსაც პლეიმეიკერის პოზიციაზეც შეუძლია თამაში, სადაც ვეტერანი მილან ბადელი და ემილ ბოხინენი
ირჯებიან.

გამოცემა წერს, რომ ანზორი „უნივერსიტატეამ“ თბილისის „დინამოსგან“ 750 ათასად შეიძინა, სანაკრებო დონეზე ასპარეზობის გამოცდილება აქვს, „ჯვაროსნებში“ 19 მატჩი ჩაატარა და ევროპის ჩემპიონატზეც მიიღო მონაწილეობა.

altმექვაბიშვილის ტრავმა ძალიან მძიმე არ აღმოჩნდა

მკითხველის კომენტარები / 12 /
ვა ძალიან მაგარი იქნება, წარმატებები მექვაბ.
kesha
09:02 24-12-2024
0
ამ ფეხბურთელში დავდაჯერება მომწონს,არ დამავიწყდება ევროზე მან რომ კიტე შეცვალა. არ მეგონა ასე ძლიერად თუ ითამაშებდა. აშკარად აქვს ტოპ ჩემპიონატის ფეხბურთელის მონაცემები. კარგი იქნება თუ კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გვეყოლება ტოპ ლიგაში საგულშემატკივრო,გაგვილამაზდებ სეზონი. თითოეული ქართველის თამაშს მოუთმენლად ველი ხოლმე. მიხარია რომ ამდენი ქართველი თამაშობს კარგ გუნდებში და კიდევ რომ ემატებიან,საინტერესო ხდება უფრო ფეხბურთი ქარტველი ქომაგისთვის.
Რერო
10:34 24-12-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული