"ბარსელონა" "კვარას" შესახებ ინფორმაციას აგროვებს და სიტუაციას აკვირდება" - რას წერს ესპანური გამოცემა?

AutoSharing Option
"ბარსელონა" "ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით ინტერესდება, ამის შესახებ ინფორმაციას Diario Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ბლაუგრანა" "კვარას", მარკუს რაშფორდისა და რაფა ლეაოს შესახებ ინფორმაციას აგროვებს და მათგან ერთ-ერთის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეეცდება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრანსფერი ფეხბურთელების სატრანსფერო ფასებზე იქნება დამოკიდებული.

ჯერჯერობით უცნობია, აწარმოებენ თუ არა "ლურჯ-ბროწეულისფერები" მოლაპარაკებებს მოთამაშეების წარმომადგენლებთან ან კლუბებთან.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება და მხარეები ახალ კონტრაქტზე მუშაობენ.

altCorriere dello Sport-მა კონტესთვის პოლიტანოს, კვარაცხელიას და ნერესს შორის ხელშეუხებელი დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 15 /
ინგლიში უნდა წავიდეს და თავი არ მოიტყუოს რო ესპანეთის ჩემპიონატი ახლა მაგარია. სოფლის დონეა მანდ კიდე როგორც იტალიაში. ეგერ ჩაკვეტაძეს ინგლიში როგორ მოუმატა. მანდ შეიძლება ეს ფეხბურთელად ჩამოაყალიბონ და ეს უაზრო ფაფხური მიატოვოს რასაც ეს ფეხბურთს ეძახის. 2020 წელს რუბინში რო თამაშობდა და რა დრიბლინგიც ქონდა იმის 10% კაცს დარჩენილი არ აქ. სირცხვილია უკვე ჩაკვეტაძე ჯობია ამას ბევრად როგორც დრიბლინგში ისე მოტყუებაში.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
14:06 24-12-2024
54
ბარსელონას არანაირად არ ჭირდება კვარა და რატო გვაბოლებთ ან რატო აკეთებთ ასეთ განცხადებებს.....
ადამიანი
17:50 24-12-2024
32
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული