პრემიერ ლიგის გუნდების სია კიდევ გაიზრდება? - ჩაკვეტაძის დამატებით სამი კლუბი ინტერესდება, "უოტფორდის" ცნობილმა ფანმა კი ქართველის შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
Football League World-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და "უოტფორდის" შემტევის გიორგი ჩაკვეტაძის დამატებით სამი პრემიერ ლიგის კლუბი ვულვზი, "ევერტონი" და "ლესტერი" ინტერესდება.

გამოცემის ცნობით, ჩვენებურის ამჟამინდელ კლუბს გიორგის გაშვება არ სურს, თუმცა თუ გარიგება შედგება, მას 20 მილიონ ფუნტზე ნაკლებად არ შეელევა.

ზემოთ აღნიშნული წყარო წერს იმასაც, რომ არაა გამორიცხული, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ქართველის დამატების სურვილი სხვა პრემიერ ლიგის კლუბებმაც გამოთქვან.

Football League World Talksport-ის რადიოწამყვანს და "უოტფორდის" დიდ ქომაგს ჯასტინ ბეტის დაეკითხა, თუ ვინ არის ამჟამინდელ "უოტფორდში" ხელშეუხებელი ფეხბურთელი. 

"ეს ფეხბურთელი უდავოდ ჩაკვეტაძეა! ის ულამაზესი სტილის ფეხბურთელია და მშვენიერია იმის ყურება, თუ როგორ ფლობს ბურთს.

მას რომ ჰქონდეს ბოლო "მკვლელი" პასი და გაჰქონდეს ბევრი გოლები, ახლა ის "უოტფორდში" არ იქნებოდა, რადგან მსგავსი სტილის მოთამაშეებს პრემიერ ლიგის გრანდები ეძებენ.

ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩაკვეტაძე არ დავკარგოთ. მან ჩვენთან ყოფნის 1,5 წელიწადში თავისი შესაძლებლობები უკვე დაამტკიცა", - თქვა ბეტიმ.
მკითხველის კომენტარები / 12 /
გახსოვთ ორი,სამი წლის წინანდელი ზურიკო?თავისი საჯარიმოს წინა ხაზთან იღებდა ბურთს და მეტოქის კარისაკენ დაიძვრებოდა.გზაზე,რამდენიმე ფეხბურთელს ატყუებდა,დიდ სისწრაფეზე,მაგრამ დამაგვირგვინებელი დარტყმა,ან პასი,სუსტი,ან არაზუსტი გამოსდიოდა.ასებვეა დღევანდელი ჩაკვეტაძეც და დაცვიდან შეტევაში გაქცეული კვარაცხელიაც.60 მეტრიანი დრიბლინგი,თანაც მაღალ სიჩქარეზე,ძალიან დამღლელია და დასკვნით ფაზაში,სიზუსტე იკარგება.გაიხსენეთ ზურიკო,სეზონის სტარტზე,გოლები რომ მიაყოლა ერთმანეთს.რატომ?იმიტომ რომ მეტოქის კართან უფრო ახლოს დააყენეს და იქიდან დაძრულს,
ძალები ჰყოფნიდა,შეტევის ზუსტად დასაგვირგვინებლად.სხვა გუნდებსაც შეხედეთ,მატჩების ბოლო წუთებზე,კონტრშეტევებზე გაქცეული ფეხბურთელები,რამდენ 100%-იან მომენტს ანიავებენ.ეს ყველაფერი იმიტომ ხდება რომ გრძელი აჩქარების შემდეგ,ორგანიზმს ჟანგბადით მომარაგება აღარ ჰყოფნის და ტვინის კოორდინაცია სხეულთან ირღვევა.ეს ემართებათ ჩვენ ბიჭებსაც და სხვებსაც.ფეხები ბამბისა ხდება და სიზუსტეს ჰკარგავს!
სოსო
00:40 26-12-2024
1
ჩაკვეტაძე ძალიან კარგი ბიჭია მაგარი ფეხბურთელია, მაგრამ კვარას რატო ადარებთ? საერთოდ არ გესმით ფეხბურთი ან პირადი სიმპათია ან ანტიპატია გაწერინებთ რაღაც სისულელეებს. კვარაცხელიას კლასის დონის და წონის ფეხბურთელი 12-15 რო გვყავდეს ნაკრებში ევროზე და მსოფლიოზე ნახევარ ფინალებს და ფინალებს ვითამაშებდით , წარმოიდგინე ხორვატია ოქროს თაობა რო ყავდა
გიო
20:50 25-12-2024
1

სიახლეები პოპულარული