"გალათასარაიში" მიქაუტაძე და დიბალა ერთად შეუტევენ? - თურქულ კლუბს დიდი გეგმები აქვს

AutoSharing Option
"გალათასარაის" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დიდი გეგმები აქვს და წინა ხაზში გაძლიერებას აპირებს. როგორც უკვე ვწერდით, სტამბოლელებმა "ლიონს" გუნდის ქართველი ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე მეორე ოფიციალური შეთავაზება გაუკეთეს და თანხამ 18,5 მილიონი ევრო შეადგინა.

პარარელურად, თურქული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ოქან ბურუქმა დაადასტურა ცნობა, რომ მისი გუნდი "რომას" არგენტინელი შემტევის პაულო დიბალას დამატებითაცაა დაინტერესებული.

ბურუქმა თქვა, რომ დიბალა დიდებული ფეხბურთელია და ისევე როგორც ყველა მწვრთნელი, არგენტინელს საკუთარ კლუბში თავადაც სიამოვნებით იხილავდა.

სტამბოლელთა დამრიგებელს "ჯალოროსის" შემტევის იანვარში შ
ესაძლო დამატებაზეც დაეკითხნენ, რაზეც განაცხადა, რომ ეს მათ ფარულად უნდა გააკეთონ და მოლაპარაკებები ასე აწარმოონ.

ბურუქმა გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ქართველს უკვე 3 წელია აკვირდება. თურქული მედიის ინფორმაციით, "გალათასარაი" ისეთი გუნდის აწყობას ცდილობს, რომელიც ევროპაში კონკურენტუნარიანი იქნება და ევროპული თასის მოგებას შეეცდება. 

alt"გალათასარაი" არ ჩერდება - თურქებმა "ლიონს" მიქაუტაძის ტრანსფერზე გაუმჯობესებული შეთავაზებით მიმართეს

მკითხველის კომენტარები / 10 /
ქართველი ხალხის ყველაზე დიდი მტერი არის სათამაშო ბიზნესი ეს მთავრობა მაგას არ მოსპობს თვითონ ზიან წილებში და მდიდრდებიან თითვეული კაცი დახოცეს და გააქციეს ქვეყნიდან შანსი არგაქვთ ხალხოო ერთ თეთრს არავინ მოგაგებინებთ იცოდეთ ეს გამორიცხეთ მოგება არარსებობსს თუ მოგაგებინებენ 100000ჯერ მეტს მიგატანინებენ იქ ეს იცოდეთ კარგად ყველამ!!!! სამატრიარქოს ხმას არ აღებინებენ თქვენ რა გგონიათ მოწონთ შანგრილა გვერძზე რო აქვთ მაგრამ როგორც ქართველები დაგვაბოლა და გვაოცნება ისე ატყუვილებს ეკლესიას რაც მოვიდა ხელისუფლებაში არადაა რაღაუნდა ტიპს საყდრისიდან რაც ოქროს ზიდავენ ის ეყოფაა 10 საქართველოს მაგრამ.მერე ვინ გამდიდრდებაა უფრო და უფრო ჩვეულებრივი ჩრ.კორია გახდა ჩვენი ქვეყანაა...ჩვენ ვცხოვრობთ ჩრ.კორიაში ჯერ სადვართ ხალხოო წინ რა გველოდება ვინ იცისს მაგრამ ერთი ვიციი ხალხიი თუ გადავა ჭკუიდან ნაცები მოვიშორეთ და ნუ გაგვაბოროტებთ შეირგეთ ხელისუფლებაში ყოფნაა ცოტა დრო დარჩა დამიჯერეთ ოცნების წრვრებო ყვრლა უნდა მოგაშოროთ ნაცებიც ქოცებიც და ახალი საქართველო უნდა ავაწყოთ!!!!
simartle
13:31 29-12-2024
1
ოსიმენს რას უშვებიან? არ მინდა ჟორჟის ნახვა გალაში. თურქულ და რუსულ კლუბებს ვერ ვუქომაგებ
დავით 67
09:12 29-12-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული