Il Roma წერს, რომ ნეაპოლში "პარტენოპეის" სპორტული დირექტორის ჯოვანი მანას, ქართველი ფეხბურთელის წარმომადგენლების მამუკა ჯუღელისა და კრისტიანო ძაკარდოს შეხვედრა პარიზული გუნდის ხელმძღვანელებთან შედგა.
ფრანგული მხარე მზადაა, გარიგება რამდენიმე დღეში დახუროს და ტრანსფერის წინააღმდეგი არც "ნაპოლია". იტალიელები ხვიჩას ახლავე 80 მილიონ ევროდ შეელევიან, ასევე შემდეგი გაყიდვიდან პროცენტი სურთ.
პარიზელები კი მზად არიან, რომ 60 მილიონი ევრო ახლავე
Il Roma წერს იმასაც, რომ "ნაპოლის" ქართველის შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს და "ლივერპულიდან" ფედერიკო კიეზას ტრანსფერზე უკვე მუშაობენ.
ჯერ ერთი მუდმივად ჩმპ ლიგაზე ითამაშებს და მინიმუმ მეოთხედფინალში მოუწევს ასპარეზობა. ისედაც პსჟ ნაპოლიზე უკეთესი გუნდია და ლიგაზე რეგულარულად თამაში უკეთეს პერსპექტივას უჩენს ტოპ ლიგის ტოპ გუნდში გადასასვლელად. იტალიის და შემდეგში საფრანგეთის ჩემპიონის რანგში უფრო უკეთესი "სივი" ექნება კვარას.
მითუმეტეს მისთვის შესაფერისი ხელფასით გაორმაგებულად ივარჯიშებს და ითამაშებს!
წარმატებები ხვიჩას და ყველა ქართველს კაი საქმეებში!