"საგანგაშოა - კვარაცხელია ამ ორ ადამიანზე ძალიან დამოკიდებულია" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩას შესაძლო ტრანსფერის გამო უკმაყოფილოა

AutoSharing Option
სპორტულმა მენეჯერმა და „ნაპოლის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ჯოვანი (ჯანი) იმპორტამ რადიო Kiss Kiss Napoli-ს ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში შესაძლო გადასვლის გამო უკმაყოფილება გამოთქვა და ქართველის ტრანსფერში „მთავარი დამნაშავეები“ დაასახელა:

„კვარაცხელიას შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციებმა გული დამწყვიტა. ამ ფეხბურთელს ყველა ასპექტში უზომოდ ვაფასებ. ახლა ეს ტრანსფერი აუცილებელი არ არის. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს „ნაპოლის“ მიმართ უბრალოდ საგანგაშო მოქმედებაა.

მაცნობეს, რომ ხვიჩა თავისი მამის და აგენტის მსხვერპლია. იმედი მაქვს, „კვარა“ დაასახელებს იმ პიროვნებას, რომელმაც გადაწყვეტილება მიაღებინა, მაგრამ მამის პატივისცემის გამო, ამაზე
ჯერ არაფერი უთქვამს. ის ამ ორ ადამიანზე ძალიან დამოკიდებულია. ერთი მისი მშობელია, მეორეს კი პირადი ინტერესები გააჩნია“.

alt"ლივერპული" კვარაცხელიას სიტუაციას აკვირდება

alt"კვარაცხელია პსჟ-სთან კონტრაქტს ამ უქმეებზე გააფორმებს - დე ლაურენტისი 90 მილიონს მოითხოვს" - იტალიური მედია

მკითხველის კომენტარები / 31 /
ე ბიჯო,რას დაგიჩემებიათ ეს სერია c-ს ხელფასი,თითქმის ერთი წელია სერია a-ს ხელფასს სთავაზობენ,მაგრამ მაგას საუდის არაბეთის ხელფასი უნდა,თან ისე,რომ ხელფასი ათჯერ გაეზარდოს და სათამაშო დონე იგივე დარჩეს ან უკან წავიდეს!
sandrex
16:42 10-01-2025
9
მისი კარიერა სულ უფრო ბრაზილიური ტალანტების სერიალს ემსგავსება ძვირად რომ ფასობდნენ და ლამის ბალოტელის კარიერა განიცადეს. არც მბაპეს მაგალითია შორი.

ხვიჩა გაიხსნება, ქართველია.
გროპიუსი
15:54 10-01-2025
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული