მამარდაშვილის დასანანი შეცდომა - "ვალენსია" "სევილიასთან" ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მეცხრამეტე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „სევილიას“ დაუზავდა - 1:1.

„ღამურების“ რიგებში ტრავმის შემდეგ გიორგი მამარდაშვილი დაბრუნდა, პირველი ტაიმის დასასრულს რომეროს დარტყმული ბურთი ლამაზ ნახტომში მოიგერია, შესვენების შემდეგ კი მისი წამოწყებული კომბინაცია რიოხამ დააგვირგვინა. მასპინძლებმა შეტევებით უპასუხეს, გაიტანეს კიდეც, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა, მერე ვარგასმა ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო კომპენსირებულ დროში პედროსამ გიორგის შეცდომის შედეგად ანგარიში გაათანაბრა.

მამარდაშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს - flashscore 7.0, sofascore 6.6, whoscored 5.9.

„ვალენსია“ 13 ქულით აუტსაიდერია და შემდეგ მატჩს 15 იანვარს, თასზე, გასვლაზე რანგით
მესამე დივიზიონის „ოურენსესთან“ ჩაატარებს.

სევილია. „სანჩეს პისხუანი“
სევილია - ვალენსია 1:1
გოლები: 0:1 რიოხა (61), 1:1 პედროსა (90+3)

მკითხველის კომენტარები / 10 /
კარიუსი ჩაუსახლდა ამ ჩემისას თუ რა სჭირს რა.
თედესკო
15:54 12-01-2025
0
სევილია,მოედნის ცენტრში,მათთვის მარცხენა ფლანგზე დაჯარიმდა.ვალენსია 1-0 იგებს და დამატებული 4 წუთიდან მეორე წუთი გადის.ფულკიემ ბურთი სასწრაფოდ გაგზავნა წინ,ორი მცველის გარემოცვაში მყოფი თავდამსხმელისაკენ და რა თქმა უნდა პასი ჩაუჭრეს.მცველებმა პასებით მერე ფლანგზე გადაიტანეს ბურთი,მერე წინ პასი და ბოლოს,ბურთი პედროსას მიუვიდა.მასზე დროულად არავინ გავიდა და მისი დარტყმული,გოლად იქცა.რეალი რომ რეალია და იგებს,დამატებულ წუთებში,ასეთ დროს,ცოტა დროს გაიყვანდა,მერე ბურთს გააგორებდნენ და ფეხბურთელებს,სულის მოთქმის საშუალებას მისცემდნენ.ორი წუთით ბურთის დაჭერა ნამდვილად არაა შეუძლებელი.ფულკიეს იმ მომენტში,კაპიტნის სამკლაური ეკეთა და მხოლოდ ეს ფაქტიც მეტყველებს,გუნდის ტაქტიკური განათლების დონეზე.აქ ვიღაცა წერდა,მერამდენედ უმტყუნაო,მამარდამ ვალენსიას!მერამდენედ? რამდენჯერ უმტყუნეს თანაგუნდელებმა,ეგეც იანგარიშე,მაშინ!საიდანაც დაურტყეს,ეგ დასარტყამი პოზიციაა და ასე დაუბრკოლებლად დარტყმის საშუალება რომ მისცეს,ეგეც მამარდას ბრალი იყო?ფულკიეზე უკვე ვთქვი!შეეძლოთ ისე გაეყვანათ დარჩენილი დრო,რომ სევილია ბურთს ვერც კი შეხებოდა და სამი ქულა ჯიბეში ედოთ.შეცდა ფულკიე,შეცდა საყრდენი ზონის ფეხბურთელი,რომელმაც პედროსა არ დაბლოკა და შეცდა მამარდაც,რომელმაც კარგად დარტყმული,შეეძლო,მაგრამ ვერ მოიგერია!არც სამი ქულა დაუკარგიათ,რადგან ერთი ქულა მაინც წაიღეს სახლში და ეს ორი ქულაც,სულ ცოტა სამ ფეხბურთელის შეცდომაზე ნაწილდება.მხოლოდ ამითაც სულ სხვა სურათი იქმნება,არა ?
წინა სეზონში მამარდამ უდიდესი როლი შეასრულა ვალენსიას ლა ლიგაში დარჩენაში და წელსაც ის რომ არა,გაცილებით უარესი მდგომარეობა ექნებოდათ.რამდენი ხანი მოუწია ტრავმის მკურნალობა და მეორე მეკარემ, ბევრი გოლი გაუშვა,საკუთარი შეცდომის გამო.ცხადია, გიორგი ფორმის პიკში ვერ იქნება,მაგრამ დმიტრიევსკის შეცდომების გამო,ისევ მას ენდნენ და გოლამდე დიდებულადაც თამაშობდა.შეცდომა ყველას მოსდის,თუმცა ყველაფერს წონა და ზომა აქვს.არ შეიძლება ასე უპრაკუნოდ ბრალი დასდო ვინმეს და ყველაფერი მას აჰკიდო.
სოსო
15:49 12-01-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული