მამარდაშვილის დასანანი შეცდომა - "ვალენსია" "სევილიასთან" ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მეცხრამეტე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „სევილიას“ დაუზავდა - 1:1.

„ღამურების“ რიგებში ტრავმის შემდეგ გიორგი მამარდაშვილი დაბრუნდა, პირველი ტაიმის დასასრულს რომეროს დარტყმული ბურთი ლამაზ ნახტომში მოიგერია, შესვენების შემდეგ კი მისი წამოწყებული კომბინაცია რიოხამ დააგვირგვინა. მასპინძლებმა შეტევებით უპასუხეს, გაიტანეს კიდეც, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა, მერე ვარგასმა ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო კომპენსირებულ დროში პედროსამ გიორგის შეცდომის შედეგად ანგარიში გაათანაბრა.

მამარდაშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს - flashscore 7.0, sofascore 6.6, whoscored 5.9.

„ვალენსია“ 13 ქულით აუტსაიდერია და შემდეგ მატჩს 15 იანვარს, თასზე, გასვლაზე რანგით
მესამე დივიზიონის „ოურენსესთან“ ჩაატარებს.

სევილია. „სანჩეს პისხუანი“
სევილია - ვალენსია 1:1
გოლები: 0:1 რიოხა (61), 1:1 პედროსა (90+3)

მკითხველის კომენტარები / 10 /
მთლად მასეც არაა მაგისთანა შეცდომებს უდიდესი მეკარეებიც უშვებენ, გაზონიდან ორჯერ ასხლტა ბურთი..... აგერ რამოდენიმე ტურის წინ ზუსტად მასეთი ბურთი შეუვარდა დონარუმას.
ასე რომ ვალენსია ბანძია, მაგრამ კი მიდის ზაფხულიდან ჩვენი გმირი ვაჟკაცების გუნდში.
მალხაზ ჯობავა
09:42 12-01-2025
4
არა უშავს, ჩადგება ფორმაში და უკეთესად ითამაშებს. წარმატებები ჩვენს მამარდას
ჯონი
07:59 12-01-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული