ემოციური კადრები - რა გააკეთა კვარაცხელიამ წინა ღამით, ვიდრე ნეაპოლს დატოვებდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების შემტევ ხვიჩა კვარაცხელიას დღეს პარიზში ელოდებიან, სადაც მისი პსჟ-ში ტრანსფერი ოფიციალურად უნდა დადასტურდეს.

მანამდე კი ნეაპოლში წინა ღამით ქართველი ფეხბურთელი დიეგო მარადონას მურალს ესტუმრა. ქალაქის ცენტრში ვია ემანუელე დე დეოს კვარტალში ცნობილ ფრესკასთან ხალხი მატჩამდე მიდის და მარადონას მოგებას შესთხოვენ. მოგეხსენებათ, ხვიჩასაც ბრწყინვალე ასპარეზობის გამო, პირველსავე სეზონში "კვარადონა" უწოდეს.

ხვიჩა გუშინვე დაემშვიდობა თანაგუნდელებსა და სტაფს და დღეს როგორც უკვე აღვნიშნეთ, პარიზში ელიან.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ხვიჩა ნეაპოლელებს შეჰპირდა, რომ სხვა იტალიურ გუნდში არ გადავალ არასდროსო. არ უთქვამს, ნაპოლიდან გავალ პენსიაშიო.
სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული.
ჯეჯე
20:10 15-01-2025
0
მიუხედავად ზოგი ნეაპოლელის უმადურობისა ამ ჟესტით აჩვენე რომ ადამიანი ხარ ხვიჩა, გაგიმარჯოს და მრავალი სიხარული მოგვიტანე!
suxumchanin
18:35 15-01-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული