ემოციური კადრები - რა გააკეთა კვარაცხელიამ წინა ღამით, ვიდრე ნეაპოლს დატოვებდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების შემტევ ხვიჩა კვარაცხელიას დღეს პარიზში ელოდებიან, სადაც მისი პსჟ-ში ტრანსფერი ოფიციალურად უნდა დადასტურდეს.

მანამდე კი ნეაპოლში წინა ღამით ქართველი ფეხბურთელი დიეგო მარადონას მურალს ესტუმრა. ქალაქის ცენტრში ვია ემანუელე დე დეოს კვარტალში ცნობილ ფრესკასთან ხალხი მატჩამდე მიდის და მარადონას მოგებას შესთხოვენ. მოგეხსენებათ, ხვიჩასაც ბრწყინვალე ასპარეზობის გამო, პირველსავე სეზონში "კვარადონა" უწოდეს.

ხვიჩა გუშინვე დაემშვიდობა თანაგუნდელებსა და სტაფს და დღეს როგორც უკვე აღვნიშნეთ, პარიზში ელიან.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ბრწყინვალე 3 წელი იყო და კიდევ უფრო ნათელი გზის გაგრძელებას ვნახავთ. წინ, ჩვენებურო!
ხ4ჯ5
11:46 15-01-2025
1
წარმატებები, შვილო! ვიცი, ყველაფერი კარგად გექნება! ბევრჯერ გაიხარებ და გაახარებ შენ მრავალტანჯულ სამშობლოს! არ შეჩერდე განვითარებაში, უფრო სრულყოფილი გახდი, მიუხედავად იმისა, რომ მთავარს ცხოვრებაში უკვე მიაღწიე: შენ ერს, შენ სამშობლოს უყვარხარ! ვამაყობთ შენით!
alexandre (alexandre fachuashvili)
11:12 15-01-2025
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული